არაგვი
საზოგადო სახელი: პამიდორი
სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.
ჯიშის სახელწოდება: არაგვი – Solanum lycopersicum ‘Aragvi’
წარმოშობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი,წეროვანი.გავრცელება – შიდა ქართლის სარწყავი რაიონები,მე9 ზონა. დარაიონებულია 2003 წელს.
ჯიშის დახასიათება: ჯიში არაგვი, სამეურნეო და ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით, საგვიანოა,აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს სჭირდება 131 დღე. მსხმოიარობის პერიოდი შეადგენს 84 დღეს. სიცივის ამტანია და მოსავალს იძლევა ნოემბრამდე. მცენარე ინდეტერმინანტულია, ღერო ძლიერ დატოტვილია, საშუალოდ შეფოთლილი, მუხლთაშორისების სიგრძეა 5-10 სმ, ხშირად შებუსული, გლუვი ზედაპირით, ფოთოლი სუსტადაა დაკბილული, მუქი მწვანე შეფერილობისაა, ყვავილედი რთული 3-4 ყვავილით. ბუტკოზე აღინიშნება ერთნაირი სიგრძის მტვრიანები. ნაყოფი მრგვალია, გლუვი ზედაპირით,პრიალა კანით, 4-5 ბუდით. წითელი შეფერილობის. მწიფე ნაყოფის საშუალო მასაა 130 გრ., 1000 თესლის მასა - 3,48 გრ. საყრდენის შემთხვევაში მცენარის სიმაღლე 128სმ., უსაყრდენოდ–123 სმ. სასაქონლო მოსავლიანობა საყრდენის შემთხვევაში 46,2 ტ/ ჰა. უსაყრდენოდ - 34,1 ტ/ჰა.
ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით მწიფე ნაყოფში არის: მშრალი ნივთიერება - 5,24%; საერთო შაქარი - 3,64%, ასკორბინის მჟავა - 25,1%, საერთო მჟავიანობა - 0,38%.
გამოყვანილია ხალხური სელექციის ჯიშ „ჭოპორტულადან“, ინდივიდუალური გამორჩევის გზით.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
წყაროები: : მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, თბილისი, 2004 წ. #1(2).