იმერული 23
საზოგადო სახელი: ნიორი
სახეობის სახელწოდება: Allium sativum L.
ჯიშის სახელწოდება: იმერული 23– Allium sativum ‘Imeruli 23’
წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. გავრცელებულია საქართველოს ყველა ზონაში.
ჯიშის დახასიათება: ჯიში „იმერული 23“ საშუალო–საგვიანოა. ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე. მიეკუთვნება მსხვილ კბილებიან ნიორს, კბილების საშუალო წონაა 8–10გრ. გარდა გარეთა კბილებისა, შიგნითა კბილებიც გამოიყენება სარგავად. ამიტომ ფართოდ ვრცელდება, როგორც მაღალი სამეურნეო თვისებების მქონე. ბოლქვის ფორმა მრგვალია, ოდნავ წაგრძელებული. კბილების მშრალი ქერქლების შეფერვა თეთრია ხოლო შიგნითა რბილობის ქერქლები მოყვითალოა. შემოდგომაზე დარგული იმერული 23 უფრო მაღალმოსავლიანია - 15 ტ/ჰა. გაზაფხულზე დარგულის კი ნაკლებია - 10 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში ან საზღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.
წყაროები: : ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა. თბილისი, 1998 წ.