ისპანახი გოდრი
საზოგადო სახელი: ისპანახი
სახეობის სახელწოდება: Spinacia oleraceaL.
ჯიშის სახელწოდება: გოდრი-Spinacia oleracea ‘ Godri’
წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი. დარაიონებულია 1966 წელს I და X ზონებისთვის.
ჯიშის დახასიათება: ჯიში გოდრი საშუალო– საადრეოა. ითესება ძირითადად შემოდგომით, თუმცა შეიძლება გაზაფხულზეც დაითესოს. მოკლე დროში ივითარებს საყვავილე ღეროს. ერთწლიანი ბალახოვანი, ორბინიანი და ცალსქესიანი მცენარეა. ფოთლის ფირფიტა ღია მწვანე ოვალურია, ზედაპირი გლუვი, მცირედ ტალღისებრი, ყუნწი საშუალო სიგრძის. ნათესებში ჭარბობს მამრობითი მცენარეები. მამრობითი მცენარეები უფრო სუსტად არიან შეფოთლილი, ვიდრე მდედრობითი. 1966– 1990 წლებში ამ ჯიშის ელიტურ თესლს აწარმოებდა მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგური.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კერძო კოლექციაში.
წყაროები: 1. გ.კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ;
2. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ;
3. ირ.მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი 1998წ.