საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეგრული წიწაკა


საზოგადო სახელი: წიწაკა

სახეობის სახელწოდება: Capsicum annuum L.

ჯიშის სახელწოდება: მეგრული წიწაკა-Capsicum annuum ‘ Megruli Tsitsaka’

წარმოშობა: დასავლეთ საქართველო, სამეგრელოს რეგიონი.გავრცელებულია ძირითადად სამეგრელოს რაიონებში.

ჯიშის დახასიათება: მეგრული წიწაკა საშუალო სიმწიფის ჯიშია. ყვავილი ორსქესიანია,ქათქათა თეთრი.ნაყოფიერდება თვით დამტვერვით,მაგრამ გამორიცხული არაა ჯვარედინი განაყოფიერებასაც.ფოთოლი გრძელყუნწიანია,ფირფიტა წაგრძელებული, მახვილი წვეროთი, ფერით მუქი მწვანე. ღერო სწორმდგომი, სიმაღლე 50სმ. ნაყოფი ძალიან მწარე, წვეროსაკენ პარკისებრ ბრტყელი, წახნაგიანი, გრძელი, ზედაპირი ტალღისებრი. სასურსათო სიმწიფისას ნაყოფი მუქი მწვანეა, სრულ სიმწიფეში - მუქი წითელი, კანი კრიალაა. ძირითადად გამოიყენება სანელებლად.
სამეგრელოს ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციიდან გამორჩევის გზით.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

წყაროები: : ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული დაბაღჩეული კულტურების მეთესლეობა.
თბილისი 1998 წელი.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი