საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭრელი იხვი


საზოგადო სახელი: იხვიdedalmamaliixvi ლათინური დასახელება: Anas platyryncha პოპულაცია: ჭრელი იხვი წარმოშობა: ადგილობრივი ჭრელი იხვის წარმოშობაზე სარწმუნო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. ამ ფრინველის პრო­დუქ­ტიულო­ბა და სხვა სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებუ­რებები გასული საუკუნის 70-იან წლებში პირველად შეისწავლა საქართველოს ზოოტექ­ნიკურ-სავე­ტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის დო­ცენტმა ნანა ანთაძემ. ფერით და ზოგიერთი სხვა ნიშან-თვისებით სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრად აქვს გამოხატული. მამლის სხეული დაფარულია ყავისფერშავში გარდამავალი ფერის, კისერი კი მოშავო-მომწვანო მბზინავი ბუმბულით; დამახასი­ათე­ბელია, აგრეთვე, თეთრი ზოლი კისერზე და 3-5 ამოგ­რეხილი ბუმბული ბოლოზე; მისგან განსხვავებით, დედალი „მწყრის­ფერია“, მისი   სხეული მთლიანად დაფარულია შავი მოზაიკურზოლებიანი ყავის­ფერი ბუმბუ­ლით. მამალს ნაზი, ჩუმი ჩურ­ჩულის მაგვარი ხმა აქვს, დედალი კი საკმაოდ ხმა­მაღ­ლა ყიყინებს. ორივე სქესის იხვს ტერფი, ძირითადად, ყვითე­ლი ფერის აქვს, ხოლო ნისკარტი ყვითელია-მონაცრისფრო ლაქებით.

მოკლე აღწერა: ადგილობრივი ჭრელი იხვი, საქართველოში შემოყვანილ პეკინურ იხვთან შედარე­ბით, დაბალპროდუქტიულია. მამლების ცოცხალი მასაა 1,8-2,2 კგ, დედლების კი - 1,3-1,5 კგ.  ორივე სქესის ფრინველისთვის დამახასიათებელი თვისებაა კანქვეშ საკმაო რაოდე­ნობით ცხიმის დაგროვების უნარი.SONY DSC

ექსტერიერით და პროდუქტიულობით ადგილობრივი იხვი შეიძლება მეკვერცხულ ჯიშებს მივაკუთვნოთ. საშუალო კვერცხმდებლობა 50-70 ცალია, ცალკეული ინდივიდები კი გვაძლევენ 80-100 ცალ, 65-70 გ მასის თეთრი ფერის კვერცხს. მოკრუხების ინსტინ­ქტი კარგად აქვს განვითარებული- დედლების 50-60% კრუხდება, რასაც საკარმიდამო მეფრინ­ვე­ლეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოჩეკის პროცენტია 65-70 . ჭუჭული ხასიათდება მაღალი სიცოცხლისუნარიანობით; პირველი დღეებიდანვე ის ბუნებრივ პირობებში საკმაოდ აქტიურად მოიპოვებს საკვებს და სწრაფად იზრდება. მამლები მონოგამურები არიან,  უწყვილდებიან მხოლოდ 2-4 დედალს. სასურსათო კვერცხს კარგი გემო აქვს, რასაც ძირითადად განაპირობებს ბუნებრივ პირობებში შენახვა და საკვები. 
დღევანდელი მდგომარეობა: ადგილობრივი ჭრელი იხვის ორგანიზებული ფერმა საქართველოში არ ყოფილა. შესაბამისად, მისი მოშენება დღესაც  სტიქიურად მიმდინარეობ. დღეისთვის ჭრელი იხვი, მეტ-ნაკლე­ბად, გავრცელებულია საქართველოს მთელ ტე­რიტო­რიაზე, მაგრამ უპირატესად გვხვდება სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რაიონების წყალუხვი ზონების ერთეულ მოყვარულთა საოჯახო მეურნეობებში. მათ რაოდენობაზე სარ­წმუნო ცნობები არ მოიპოვება. წყაროები: ნ. ანთაძე, მეფრინველეობა. თბილისი, 1966; ნ. ანთაძე, სანაშენე მუშაობა მეფრინველეობაში. თბილისი, 1973; ა. ჩაგელიშვილი, ლ. ჯიქია, ადგილობრივი ფრინველის ბიომრავალფეროვ­ნების კონსერვაცია. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შრომათა კრე­ბული, ტ. XXXV, 2007.  
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა