საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თუშური ცხვარი


საზოგადო სახელი: ცხვარიnerbibatknit ლათინური დასახელება: Ovis aries ჯიში: თუშური ცხვარი წარმოშობა: გამოყვანილია ხალხური სელექციით, სავარაუდოდ, ადგილობრივი მჭლეკუდიანი ცხვრის ვოლოშურ გრძელ ცხიმკუდიან და ყარაბაღულ ჯიშებთან რთული საახალჯიშო შეჯვარებით და მიღებული ნაჯვარების საუკუნეების მანძილზე gadarekvaმიზანმიმართული გადარჩევისა და შერჩევის საფუძველზე. დღეს არსებული სახით თუშური ცხვარი ჩამოყალიბდა XIII-XIV საუკუნეებში. პროდუქტიული მიმართულება სახორცე-სამატყლო-სარძევეა. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში; ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით, ადვილად იტანს მთაბარობის ექსტრემალურ პირობებში დიდ (500 კმ-მდე) მანძილზე გადარეკვას. ინტროდუცირებულია ჩრდილოეთ კავკასიაში და თურქეთში.
მოკლე აღწერა: თავი nerbebidaverdziსაშუალო ზომის და შებუსული აქვს. პროფილი ნერბებში სწორია, ვერძებში ოდნავ კეხიანია, ყურები საშუალო სიდიდის, რქები ვერძებში გრძელი და სპირალისებრად დაგრეხილია; ნერბები ძირითადად დოლაა, ზოგიერთ ინდივიდებში კი შეინიშნება მოკლე რკალისებრი ფორმის რქები. ცხოველებს სხეული საშუალო სიგრძის და ჰარმონიულად განვითარებული აქვთ: ზურგისა და წელის ხაზი სწორი, მკერდი ღრმა და განიერი, ფეხები გრძელი და შედარებით მსხვილი, ჩლიქები კი მაგარი. დამახასიათებელია ფართო და ოდნავ დაქანებული გავა, რომელიც მთავრდება კარგად განვითარებული ცხიმკუდით. ზრდასრული ნერბების ცოცხალი მასა 35-45 კგ, ვერძებისა 60-70 კგ, ახალშობილი ბატკნისა - 2,5-3 კგ. 3,5-4 თვის ასაკში ასხლეტილი ბატკნის წონაა 12-19 კგ. შემოდგომაზე, მთიდან გადმორეკვის წინ კი 25-35 კგ; ნაიალაღარი თოხლისა და 1,5 წლის ჭედილის ნაკლავის გამოსავალი 43-48%-ის, ზრდასრული ცხვრისა კი 40-47%-ის ფარგლებში ცვალებადობს. ვერძების წლიური ნაპარსი 4-5 კგ-ის, ნერბების 2,5-3,5 კგ-ის, ხოლო ბატკნის შემოდგომის ნაპარსი 0,8-1,2 კგ-ის ტოლია. კულულის საშუალო სიგრძეა 11-16 სმ (მაქსიმალური 30 სმ- მდე). თივთიკისა - 6,5-9 სმ, გარდამავალი ბოჭკოების კი 7,5-10,5 სმ-ია. მატყლი ფრაქციული შედგენილობითა და სინაზით ნახევრად უხეშ მატყლს უახლოვდება, შეიცავს დიდი რაოდენობით გარდამავალ ბოჭკოებს, ფერად თეთრია, გამოირჩევა სიმაგრით, დრეკადობით, ელასტიკურობით და ბზინვარებით (ლუსტროვნობით). საუკეთესო ტექნოლოგიური თვისებების გამო ის გამოიყენება ხალიჩებისა და სხვადასხვა ქსოვილის დასამზადებლად. ნერბების ნაყოფიერება 100-105%-ია, ლაქტაციის ხანგრძლივობა 150-170 დღე, ხოლო სარძეო პროდუქტიულობა 45-75 კგ (რეკორდული მაჩვენებელია 165 კგ). რძის უმეტესი ნაწილი ხმარდება ბატკნის გამოზრდას, ხოლო სასაქონლო რძის რაოდენობა 15-20 კგ-ია. რძისაგან ამზადებენ გუდის ყველს.
დღევანდელი მდგომარეობა: გასული საუკუნის 80- იან წლებში თუშური ცხვრის სულადობა 900 ათასს აღემატებოდა. შემდგომ პერიოდში ზოგადად ცხვრის და, კერძოდ, თუშური ჯიშის სულადობა ქვეყანაში განახევრდა, ხოლო სასელექციო-სანაშენე სამსახურის არარსებობისა და უსისტემო შეჯვარების გამო ხალასჯიშიანი ცხოველების რიცხოვნობაც შემცირებულია. გავრცელებულია კახეთისა და მცხეთა–მთიანეთის მხარეში. წყაროები: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა, თბილისი 2010; თ. პაიკიძე, მეცხვარეობა, თბილისი, 2004; გ. როსჩუპკინი, თუშური ცხვარი. თბილისი, 1958; მ. რჩეულიშვილი, საქართველოს მეცხვარეობის ისტორიისათვის, თბილისი, 1953.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა