საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეგრულა ქათამი


საზოგადო სახელი: ქათამიmegruladedali ლათინური დასახელება: Gallus domesticus პოპულაცია: მეგრულა ქათამი წარმოშობა: უძველესი დროიდან აშენებენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - სამეგრელოში; გვხვდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქათმის კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალ­პროდუქტიულია, მაგრამ გამძლეა და ადვილად ეგუება ცვალებად კლიმატს.
მოკლე აღწერა: ექსტერიერის ნიშნებიდან დამახასიათებელია: საშუალო ზომის თავი, გრძელი კისერი, განიერი გულმკერდი და megrulamamaliშედარებით მოკლე ზურგი. ორივე სქესის ფრინველის ფერი ზრდასრულ ასაკში ერთგვაროვანია: ბუმბული მთელ სხეულზე მოშავო-ნაცრისფერია, თეთრი წინწკლებით ან ფხაჭებით (მოკლე ზოლე­ბით). ცალკეულ ეგზემპლარებში ფრთის ბუმბულს ოდნავ ოქროსფერი დაჰკრავს. კუდის ბოლოების სადა შავი შეფერილობა ამ პოპულაციისთვის არ არის დამახასიათებელი. მამ­ლებში ბიბილო დიდი ზომის, ფოთლის­მაგვარი, წითელი ფერისა და ხშირად გადა­კე­ცი­ლია. ყურსუკანა ბიბილო დასაშვებია იყოს თეთრი ფერის. დედლებში სასურველია, ზედა ბიბილო იყოს ფოთლი­სებრი და გადაკე­ცილი. ნისკარტი და ფეხები ღია ყვითელი ფერისაა, მაგრამ დასაშვებია მუქი შეფერილო­ბაც. ფეხები შებუმბლულია ტერფის სახსრამ­დე. სხვადასხვა სქესის ახლად გამოჩეკილ წიწილის ბუმბული სხვადასხვაგვარი ფერი­საა: სამამლეს თავ­ზე აქვს თეთრი ბუმბული, სადედლეებში  ასეთი ბუმბული თითქმის არ გვხვდება, სხეულის დანარჩენ ნაწილზე კი ორივე სქესის მოზარდში პიგმენტი­რებულია შავად. ასეთი დიფერენცირებული შეფერილობა ერთდღიანი წიწილის სქესზე გადარ­ჩევის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის ასაკიდან მოზარდი იღებს ზოლიან შეფერილობას. მამლების საშუალო ცოცხალი მასა- 2,8-3,2 კგ, დედლებისა- 2,4-2,7 კგ. ქართუ­ლი პოპულაციის ქათმებს შორის ყველაზე მალმწიფადი და პროდუქ­ტი­ულია: კვერცხის დებას იწყებს რამდენადმე უფრო ადრე -160-170 დღის ასაკიდან. კვერცხდების პიკს აღწევს 265 დღის ასაკში და გამოირჩევა შედარებით უფრო მაღალი კვერცხმდებლობით; საშუ­ალოდ წელიწადში გვაძ­ლევს 55,3 გ მასის 160-165 ცალ კვერცხს. კრუხობის ინსტინქტი ძლიერად აქვთ განვითარებული. ყოველი 100 ჩაწყობილი კვერცხიდან გამოჩეკილის ხვედრითი წილი კვერცხდე­ბის საწყის პერიოდში დადებული კვერცხიდან  80-82%-ს, ხოლო შუა პერიოდში მიღებულიდან 88-90%-ს შეადგენს. წიწილები  იზრდებიან სწრაფად, მაგრამ ნელა იბუმბლებიან.
დღევანდელი მდგომარეობა: რაოდენობა მეტად შემცირებულია. ხალასი სახით პრაქტიკულად არ გვხვდება. აშენებენ საოჯახო მეურნეობებში, სხვა ქართული პოპულაციის ქათმებთან ერთად. წყაროები რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარ­მო­ებისა და გადამუშავების ტექნოლოგია.  თბილისი, 2007; Р.Нозадзе, В.Заврашвили, Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. «Межгосударственный сборник научных тру­дов», ГрузЗВУНИ, Тбилиси, 1997.  
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა