საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული შავი ქათამი


საზოგადო სახელი: ქათამიshaviqatami ლათინური დასახელება: Gallus domesticus პოპულაცია: ქართული შავი ქათამი წარმოშობა: ადგილობრივი ქათმების ხუთ პოპულაციაში ერთ-ერთი ნაირსახეობაა; დამახასიათებელია ფართო თავი, მოკლე და მსხვილი კისერი, განიერი გულმკერდი, გრძელი ზურგი, ხშირი ბუმბული, ბიბილო ფოთლისმაგვარი და სისხლისებრ წითელი ფერისაა, ყურის უკანა ბიბილო, ასევე, წითელი; ტერფის სახსარს ქვემოთ კიდურები შეუბუმბლავია; ტერფზე ქერცლი პატარა ზომისა და მკვრივად გადაკრულია.
მოკლე აღწერა: დედლების სხეულის სიგრძეა 21-23 სმ, მკერდის ძვლის სიგრძე 12,5-15,5 სმ, ხოლო გულმკერდის ირგვლივა 30,5-32,5 სმ-ა. მამლების შესაბამისი განაზომებია: 24,0-26,0, 16,5-18,5 და 42,0-45,0 სმ. ბუმბული მთელ სხეულზე პიგმენტირებულია შავად; დასაშვებია კისერზე ერთეული თეთრი ან მოყვითალო ფხაჭები (წერტილები ან მოკლე ზოლები). მამლებში სხეულის ძირითად ნაწილზე ბუმბულის შავი შეფერილობა, კისერზე, ფრთებსა და კუდზე გადადის მომწვანო-მოიისფრო- მბზინავ-პრიალა ფერში. ნისკარტი და ფეხები მოშავო-მონაცრისფრო (მუქი). გარემო პირობების ცვალებადობისადმი გამძლეა. არ მოითხოვს მოვლა-კვების რაიმე განსაკუთრებულ პირობებს და მარტივი ტიპის საფრინველეებში შენახვისას ავლენს საკმაოდ მაღალ პროდუქტიულობას. დედლების ცოცხალი მასაა 2,2-2,4 კგ, მამლებისა- 2,8 – 3,1 კგ. კვერცხდებას იწყებენ 6-7 თვის ასაკიდან; საშუალო კვერცხმდებლობა 130-142 ცალი/წელიწადში; 1 ცალი კვერცხის საშუალო მასაა 55,5 გრ. ბუნებრივ პირობებში (კრუხის ქვეშ) ყოველი 100 ცალი კვერცხიდან იჩეკება 85-88 წიწილა. შავი ქათმის თუშურ პოპულაციაში ქართველმა მკვლევარებმა გამოავლინეს ფრინველის ჭირისადმი რეზისტენტობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.
დღევანდელი მდგომარეობა: ისევე როგორც ადგილობრივი ქათმების სხვა პოპულაციებს, შავ ქათამსაც აშენებენ საოჯახო და ფერმერულ მეურნეობებში, ხოლო მათ რიცხოვნობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება. წყაროები: : რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. თბილისი, 2007; К. Нацваладзе, Р.Нозадзе, Некоторые продуктивне показатели местных черных и серых кур Грузии. Межгосударственный сборник научных трудов», ГрузЗВУНИ, Тбилиси, 1997; Р.Нозадзе, В.Заврашвили, Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. «Межгосударственный сборник научных трудов», Грузинского ЗВУНИ, Тбилиси, 1997.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა