საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული მთის ძროხა


საზოგადო სახელი: ძროხაqartuilmtis ლათინური დასახელება: Bos taurus ჯიში: ქართული მთის წარმოშობა: კავკასიის ენდემია. მასზე პირველი წერილობითი ცნობა ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოს არისტოტელეს, რომელიც აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ფურის მერძეულობა დაკავშირებულია მის ცოცხალ მასასთან, საქართველოში (ფაზისში) ჰყავთ ძლიერ პატარა ტანის ძროხა, რომელიც იწველება ძალიან ბევრ რძეს“.qartulimtiskuro ჯიშში განასხვავებენ ფშავ-ხევსურულ, თუშურ, ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს. XIX საუკუნის 80-იან წლებში მეგრული ჯილაგის ხალასად მოშენებითა და მიზანმიმართული სელექციით გამოყვანილია მეგრული წითელი ჯიში.
მოკლე აღწერა: ფერით ცხოველების 51% შავია, 24% - წითელი ან ჩალისფერი, 15% - შავჭრელი, 8% - წითელჭრელი და 2% - ვეჟანი. მსოფლიოში ცნობილი ჯუჯა ტანის ძროხის 17 ჯიშიდან, იგი სხეულის ზომებითა და ცოცხალი მასით აღემატება მხოლოდ ორს ჯიშს: სირიულს, ანუ დამასკურს და ვეჩურს (ინდური ზებუ). ზრდასრული ფურის სიმაღლე მინდაოში 98-102 სმ- ია, ცოცხალი მასა კი 180-230 კგ. თავის მხრივ, კურო-მწარმოებლის ცოცხალი მასა 280-300 კგ, ახალშობილი ხბოსი კი- 11-15 კგ- ია. ჯიში გამოირჩევა მკვირცხლი ტემპერამენტით და მაგარი კონსტიტუციით. სხეულის აგებულების თავისებური პროპორციულობის, ორიენტაციის უნარისა და ჩლიქების სიმაგრის წყალობით ის ადვილად ითვისებს მთის ციცაბო, 350- მდე დაქანებულ საძოვარს. ცხოველი ხასიათდება ამტანობით: ზამთრის პერიოდში უკმარი კვებისას ფურის ცოცხალი მასა 20-25%- ით მცირდება და ამ დანაკარგს ის საძოვრული პერიოდის დასაწყისშივე სწრაფად აღიდგენს და გვაძლევს საკმაო რაოდენობის მაღალცხიმიან რძეს. მწირი კვებისას ზრდასრული ფურების საშუალო ლაქტაციური მონაწველია 800-900 კგ, ხოლო გაუმჯობესებულ პირობებში - 1300-1500 კგ (2500 კგ-მდე) რძეა 4,2-4,3 ცხიმითა და 3,3-3,4 % ცილით. ჯიშის რეკორდი ეკუთვნის ხევსურული ჯილაგის ფურ „გუტა“ № 236-ს, რომელმაც IV ლაქტაციაზე მოიწველა 4111 კგ 4,96% ცხიმით. ჯიშის სახორცე პროდუქტიულობა დამაკმაყოფილებელია: ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური ნამატი 670 გრ-ს აღწევს, ხოლო ნაკლავის გამოსავალი 51,2%- ს შეადგენს.
დღევანდელი მდგომარეობა: 1980 წლისათვის აღრიცხულია ამ ჯიშის 80,3 ათ. სული პირუტყვი, რაც ქვეყანაში ძროხის საერთო რაოდენობის 16,8%-ს შეადგენდა. ფუნქციონირებდა ჯიშთსაშენი და სანაშენე მეურნეობა (დუშეთის რაიონის სოფ. მაღაროსკარი). დღეისთვის ქართული მთის ძროხის ხალასჯიშიან ცხოველთა რიცხოვნობა გავრცელების რეგიონებში საერთო სულადობის 10-15%- მდე არის შემცირებული. წყაროები: : გ.გოგოლი, ქართული მთის ძროხა. ჟ. „ახალი აგრარული საქართველო“, № 3, 2010; გ.გოგოლი, სასოფლო-სამეურნეო და შინაურ ცხოველთა ბიომრავალფეროვნება საქართველოში. სამეცნიერო შრომათა კრებული: „მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების თანამედროვე პრობლემები“, თბილისი, ტ. 4 (5), 2009; ნ. გოცირიძე, ქართული მთის ძროხის ექსპედიციური გამოკვლევები XX საუკუნის პირველ ნახევარში. სამეცნიერო შრომათა კრებული: „მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების თანამედროვე პრობლემები“, თბილისი, 1997; ლ. თორთლაძე, ა. ჭკუასელი, გ. ხატიაშვილი, საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ძროხის მრავალფეროვნება და მათი სრულყოფა. “აგრობიომრავალფეროვნების დაცვა და სოფლის მეურნეობის მგრადი განვითარება” (საერთაშორისო კონფერენციის მასალები), თბილისი, 2010; Г. Джорджикиа, В. Базадзе, Е.Татиашвили, Опыт использования хевсурских быков в качестве улучшателей жирномолочности. «Научные труды Груз.ЗВУИИ», т. 38, 1973.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა