ფარავნის კობრი
საზოგადო სახელი: კობრი
ლათინური დასახელება: Cyprinus carpio L.
ქვესახეობა: ფარავნის კობრი
წარმოშობა: კობრის ყინვაგამძლე ენდემური ნაირსახეობაა. სხეული მაღალია, დაფარული მსხვილი ქერცლით. პირი პატარაა, ქვედა ყბაზე აქვს ორი წყვილი მოკლე ულვაში. ზურგი მუქი, გვერდები მოყვითალო, მუცელი ღია მოყვითალო. შესაძლებელია ფერის სხვა ვარიაციებიც. ქერცლს ფუძესთან მუქი წერტილები (ლაქები) აყრია.

მოკლე აღწერა: ფარავნის კობრი ძვირფასი სარეწაო თევზია. ახასიათებს სწრაფი ზრდა და მაღალი პროდუქტიულობა. ცოცხლობს 30 წლამდე. მისი სიგრძე აღწევს 1 მ-ს, წონა- 20კგ-მდე. სქესობრივად მდედრი მწიფდება 3-4 წლის ასაკში, მამრი 1 წლით ადრე. მწარმოებელი ყველაზე პროდუქტიული და ნაყოფიერია 5-12 წლის ასაკში, მდედრი საშუალოდ იძლევა 1 მლნ-მდე ქვირითს.
ტოფობს ზაფხულში, როდესაც წყლის ტემპერატურა +180C-ს აჭარბებს. ამ დროს თევზი მასობრივად, ჯგუფურად გადის თავთხელ, სიღრმით 40-დან-50 სანტიმეტრამდე წყალში, უმეტესად გაბალახებულ ადგილებში. საქვირითოდ გასულითი თოეული ჯგუფი შედგება ერთი მომწიფებული მდედრისაგან და რამდენიმე (საშუალოდსამი) მამრისგან. როგორც წესი, ქვირითობა იწყება საღამოობითდადილამდე გრძელდება. ეს პროცესი მიმდინარეობს ხმაურით- თევზის ბოლოს ტყლაშუნის ხმაზე. ქვირითი წებოვანია. განაყოფიერებული ქვირითიდან ლარვები 3-4დღეში იჩეკებიან. ერთ სეზონზე მრავალჯერადად მოქვირითე თევზია.
ყველაფრისმჭამელი თევზია, მაგრამ მისთვის რჩეული საკვები ფსკერის ორგანიზმებია. იმავდროულად ასევე, წარმატებით იკვებება ზოოპლანქტონით დანაწილობრივ ფიტოპლანქტონით, ხოლო ზოგჯერ ჭამს სხვადსხვა მცირე ზომის თევზებს, ლიფსიტებს, ქვირითს და სხვ.
კარგად ეგუება ზამთარში ფარავნის ტბის მთელი ზედაპირის გაყინვას. არსებული ინფორმაციით, კობრის ეს სახეობა ფარავნიდან ტაბაწყურის ტბაში ინტროდუცირებულ იქნა 1956 წელს.
დღევანდელი მდგომარეობა: დღეისთვის ამ სახეობის რესურსები მკვეთრად შემცირებულია. დაგეგმილი იყო ღონისძიებები მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ ფარავნის ტბის კერძო მფლობელობაში გადაცემის შემდეგ ამ პროცესის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობები ეჭვქვეშ დადგა.
წყაროები: : მ. დემეტრაშვილი, კობრი (სამეურნეო ათვისების საკითხები), „საქართველოს ბუნება“, N10, 1964;
ჰ. ვერულაშვილი, ფარავნის კობრის კვება გაზაფხულის პერიოდში. საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი სათევზმეურნეო სადგურის შრომები, ტ.10, 1965;
საქართველოს თევზები - კრებული, გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013;
ტაბაწყურის ტბის თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა (ანგარიში), http://moe.gov.ge/files/Tenderebi/martvis_gegma.pdf (11.01.2012);
Эланидзе Р. Ф. Ихтиофауна рек Грузии. Тбилиси, "Мецниереба", 1983.