საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეგრული ცხენი


საზოგადო სახელი: ცხენიfashati ლათინური დასახელება: Equus ferus caballus ჯიში: მეგრული ცხენი წარმოშობა: მეგრული ცხენი ძველი კოლხური ცხენის შთამომავალია. ჩამოყალიბებულია ჯოგური მეცხენეობის პირობებში და თანაბრად კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ჭარბტენიან ეკოლოგიურ პირობებს. საჯდომ-სასაპალნე პროდუქტიული მიმართულებისაა; საკმაოდ ulayiსწრაფმავალია. გამოიყენება დოღში და სხვადასხვა ცხენოსნურ თამაშობებში, შედარებით იშვიათად შესაბმელად მსუბუქი სატრანსპორტო სამუშაოების შესასრულებლად.
მოკლე აღწერა: მეგრული ცხენი ამიერკავკასიაში გავრცელებული ცხენის ჯიშებს შორის ყველაზე პატარა ტანიანია. მისი სიმაღლე მინდაოში - 129 სმ-ის, ტანის ირიბი სიგრძე - 139,5 სმ-ის, გულმკერდის ირგვლივა - 145 სმ- ის, ხოლო ნების ირგვლივა - 16,5 სმ-ის ტოლია. ცხოველები უმეტესად მშრალი და მაგარი კონსტიტუცისანი არიან. ექსტერიერისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: სხეული საშუალოდ მასიური და კვადრატული ფორმის,თავი შედარებით დიდი, პროფილი სწორი, ყურები დაცქვეტილი და მომცრო ზომის, კისერი საშუალო სიგრძის და სწორი, მინდაო მოკლე და დაბალი, ზურგისა და წელის ნაწილი სწორი და მოკლე, გავა დაქანებული, კიდურები სწორმდგომი და კარგად განვითარებული სახსრებით, ჩლიქები მკვრივი. შედარებით მსხვილძვლიანია და დამაკმაყოფილებლად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ცხოველების უმეტესობა (70%) ქურანა ან/და წაბლა ფერისაა. დამახასიათებელია მკვირცხლი ტემპერამენტი, მაგრამ იმავდროულად კეთილზნიანია, ადვილად იხედნება, ხასიათდება კარგი ორიენტაციით, გამძლეობითა და მუშაობისუნარიანობით; ნიშანდობლივია, რომ მეგრული ცხენი სვლის დროს ფრთხილია, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. მთის რთული რელიეფის პირობებში ის რამდენადმე მნიშვნელოვანი დაძაბვის გარეშე გადაადგილდება მხედრით, ან საპალნის სახით გადააქვს 100-130 კგ- ის წონის ტვირთი, რაც მისი წონის 35-40%- ია. თანაბრად კარგად იყენებს მაღალმთიან კლდოვან და დაბლობის ჭაობიან საძოვრებს. ნაყოფიერება 85-90%-ს შეადგენს; გამოცდისას საუკეთესო ცხენმა 10 კმ მანძილი დაფარა 19 წთ-სა და 18 წმ-ში, ხოლო 15 კმ- 27 წთ-სა და 18 წმ- ში.
დღევანდელი მდგომარეობა:  ქვეყანაში ამ ჯიშის სანაშენე მეურნეობა არ იყო, რის გამო მოშენება, ძირითადად სტიქიურად მიმდინარეობა, პრაქტიკულად არ ტარდებოდა მიზანმიმართული გამოზრდა, ახალგაზრდა ცხენების გამოცდა და სხვ. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა რაიონებში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი და აჭარა); დღეისთვის, სავარაუდოდ, ხალასჯიშიანი მეგრული ცხენის რაოდენობა ძალზე შემცირებულია; ეს უნიკალური გენოფონდი სრულად გადაშენებისა და მოსპობის საშიშროების წინაშე დგას. ძვირფასი ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია ამ ცხენის მიზანმიმართული სელექცია ხალასად მოშენების პირობებში. წყაროები: : მ. რჩეულიშვილი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გენოფონდის თანამედროვე პრობლემები. პრეპტინტი, თბილისი, 1991; ა. ჩუბინიძე, გ.ხაფავა, გ. მესხი, საქართველოს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამოყენების პერსპექტივები საცხენოსნო ტურიზმში. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ნაწილი II, თბილისი, 1994; А.Б. Чубинидзе, Местные породы лошадей в Грузии. Мегрельская лошадь. «Коневодство и конный спорт», 2003, №1.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა