საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული ნაცარა ქათამი


საზოგადო სახელი: ქათამიnacaramamali1 ლათინური დასახელება: Gallus domesticus პოპულაცია: ქართული ნაცარა ქათამი წარმოშობა: ადგილობრივი ქათმის ერთ-ერთი პოპულაციაა. შავ ქათამთან შედარებით უფრო გრძელი სხეული აქვს. დამახასიათებელია განიერი გულმკერდი, საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის და შეუბუმბლავი ფეხები, მოკლე, მუქი ფერის და nacaradedaliოდნავ მოხრილი ნისკარტი, ფოთლისმაგვარი და უმეტესად სწორად მდგომი ბიბილო და წითელი ფერის ყურის უკანა ბიბილო.
მოკლე აღწერა: დედლებში სხეული მთლიანად დაფარულია ერთგვაროვნად ნაცრისფერი ბუმბულით, რომელიც კისრის მიდამოში შესაძლებელია იყოს ოდნავ მუქი; მამლებსაც სხეულზე ბუმბული, ასევე, ერთფეროვანი ნაცრისფერი აქვთ, რომელიც კუდისა და კისრის მიდამოებში გადადის მუქი ფერში, ხოლო ფრთებზე ცალკეულ ინდივიდებს შესაძლებელია ჰქონდეთ ოდნავ შესამჩნევი ღია ოქროსფერი შეფერილობა. ზრდასრული დედლების ცოცხალი მასა 2,4-2,7 კგ-ია, მამლების - 3,0-3,4 კგ. კვერცხდებას იწყებენ 160-170 დღის ასაკიდან. ამ პერიოდში კვერცხდების ინტენსივობა საშუალოდ შეადგენს 14,6%-ს, ხოლო კვერცხდების პიკი აღენიშნებათ 8-9 თვის ასაკში და შეადგენს 63,2%-ს. საშუალო წლიური კვერცხმდებლობა იშვიათად აღემატება 150-155 ცალს, ხოლო კვერცხის საშუალო მასა 55,8 გ-ია. საინკუბაციო კვერცხის გამოსავალი აღწევს 88,6 %-ს, ხოლო გამოჩეკვის % შეადგენს 83,6- ს. ამ პოპულაციის ფრინველისთვის დამახასიათებელია მაღალი სიცოცხლისუნარიანობა და კარგი გამძლეობა. ექსპერიმენტებში დადგენილია, რომ 5-დან 17 თვის ასაკამდე პერიოდში ნაცარა ქათმის იძულებითი წუნდებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია და შეადგენს 15,4 %-ს. მნიშვნელოვან დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ზაფხულის თვეებში კვერცხდება საკმაოდ გამოთანაბრებულია, რაც მიუთითებს პაპანაქება სიცხისადმი მათი ადაპტაციის მაღალ უნარზე.
დღევანდელი მდგომარეობა: ნაცარა ქათამს სხვა ადგილობრივ პოპულაციებთან ერთად აშენებენ საოჯახო და ფერმერულ მეურნეობებში. წყაროები: კ. ნაცვალაძე, ადგილობრივი შავი და ნაცარა ქათმების კვერცხის ფიზიკურ-მორფოლოგიური და საინკუბაციო თვისებები“, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი. თბილისი, 2001 К. Нацваладзе, Р.Нозадзе, Некоторые продуктивные показатели местных черных и серых кур Грузии. Межгосударственный сборник научных трудов», ГрузЗВУНИ, Тбилиси, 1997; Р.Нозадзе, В.Заврашвили, Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. «Межгосударственный сборник научных трудов», Грузинского ЗВУНИ, Тбилиси, 1997;
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა