საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოლხური ხოხობი


საზოგადო სახელი: ხოხობიxoxobidedalmamali ლათინური დასახელება: Phasianus სახეობა: კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus) წარმოშობა: საქართველოს ენდემია. მიეკუთვნება ქათმისნაირთა რიგის (Galliformes), ხოხბისებრთა ოჯახს (Phasianus). მისი სახელი წარმოდგება მდინარე რიონის უძვესესი სახელწოდებიდან (Phasis). აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალიxoxobimamali ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ორი: აღმოსავლეთ საქართველოში - კავკასიური ხოხობი (Phasianus caucasicus), დასავლეთ საქართველოში კი კოლხური ხოხობი (Phasianus colkhicus).
მოკლე აღწერა: მამალ ხოხობს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა: სხეული დაფარულია ლითონისებრი ბზინვარების მოწითალო ნარინჯისფერი, თავი კი მწვანე ბუმბულით; თვალის გარშემო კანი წითელი ფერისაა. დედლები უფრო პატარა ტანისაა და სხეული დაფარულია რუხი ფერის ბუმბულით. მამლებში კუდის სიგრძე 50 სმ-ს. ხოლო დედლებში 8-10 სმ-ს აღწევს. ფრინველს კარგად აქვს განვითარებული ფეხები, ფრთები კი მოკლე და მომრგვალებული ფორმისაა. ბინადრობს ზღვის დონიდან 750-850 მ-მდე სიმაღლემდე- კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში, აგრეთვე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, ბუჩქნარებში, ვენახში და ქარსაცავ ზოლში. წლის განმავლობაში დებს 10-17 კვერცხს. ბუდეს ხმელი ფოთლებითა და ბალახით იკეთებს ბუჩქებში (მიწის პატარა ჩაღრმავებაში), კრუხობს 24 დღე. მამლების ცოცხალი მასა 1600 გ- მდე, ხოლო დედლების 800 გ- მდე აღწევს. იკვებება მცენარეულობის ვეგეტატური ნაწილებით, კენკრით, ნაყოფით, სარეველა ბალახეულის თესლით, აგრეთვე მწერებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და სამონადირეო მეურნეობებში ადგილობრივი ხოხბის სულადობა საგრძნობლად შემცირებულია. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ სამონადირეო მეურნეობებში შემოჰყავთ ე.წ. ავღანური (თურქმენული) ხოხობი, ვინაიდან ეს ქვესახეობა შედარებით ადვილად ეგუება მკაცრ კლიმატურ პირობებს (სიცივეს, ჭარბტენიან გაზაფხულ-ზაფხულს და სხვ.) და სწრაფად მრავლდება. ბუნებაში ეს სახეობა უჯვარდება კავკასიურ და კოლხურ ხოხობს, რაც ამ უკანასკნელთა თანდათანობით გაქრობის მიზეზი შეიძლება გახდეს. კოლხური და კავკასიური ხოხობი შეტანილია საქართველოს სახელმწიფო წითელ წიგნში. სელექციონერების მიერ გამოყვანილია მოშინაურებული ხოხბის 40-მდე ჯიში, რომელთა კულტივირება წარმატებით ხდება მოყვარულების მიერ და ფერმერულ მეურნეობებში. წყაროები: : კ. ნაცვალაძე, რ. ნოზაძე- ეგზოტიკური ფრინველების მოშენება. თბილისი, „უნივერსალი“, 2009; რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. ახალგაზრდა ფერმერთა სახლის გამომცემლობა, თბილისი, 2007; http://www.bazieri.ge/forum/51-235-1 (05.01.2013).
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა