საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სამსუნი (მწარის) 1857 თამბაქო


საზოგადო სახელი: თამბაქოsamsuni1857

სახესხვაობის სახელწოდება:  Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.

ჯიშის სახელწოდება: სამსუნი (მწარის) 1857  Nicotiana tabacum fruticosa  ‘Samsuni (Mtsaris) 1857’

წარმოშობა: „სამსუნი 1857“ გავრცელებული იყო საქართველოში აფხაზეთის დაბალ და საშუალო ზონაში და აჭარაში, ასევე აზერბაიჯანში. ეს ჯიში გამოყვანილია აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურში გუდაუთის რაიონის სოფ. მწარის ადგილობრივი მასალიდან ჰიბრიდიზაციის  გზით.

ჯიშის დახასიათება:  სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით საპაპიროსე თამბაქოს ტიპია. საგვიანო ჯიშია. გადარგვიდან წვეროს ფოთლის მომწიფებამდე საჭიროა 120-125 დღე.  მცენარის ფორმა ოვალურ-ელიფსურია ან თითქმის ცილინდრული. ფოთლების მდგომარეობა ღეროზე გამოშვერილი. ყვავილედი ფარისებრი ფორმისაა, საშუალო ზომის, მცენარის სიმაღლე ყვავილედით 140-180სმ-მდე. ფოთოლი ყუნწიანია. ფირფიტის ფორმა ფართო ოვალურია, გულისებრი, ასიმეტრიული წვერით. ფოთლის ზედაპირი წვრილად ან საშუალოდ დაბურცულია, ბიბილო დიდი ზომისააა, წაგრძელებული, ნაოჭიანი, ღეროზე მთლიანად არ არის შემოხვეული. ფოთლების რაოდენობა ერთ ძირზე 40-50-ია. ფოთლის სიგრძეა 15-22სმ. სიგრძე-სიგანის შეფარდება უდრის 1,5 - 1,7:1. იძლევა არომატულ და გემოვან ნედლეულს. მოსავლიანობაა 1-1,6 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარულიუნივერსიტეტისმცენარეთაგენეტიკურირესურსებისბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: სამსუნი 27-თან შედარებით, იძლევა ნაკლებადგემოიან  ნედლეულს.

წყაროები:  ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, „მემცენარეობა“, თბილისი, 1959წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი