საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მოწინავე ხორბალი


საზოგადო სახელი : ხორბალი

სახესხვაობის სახელწოდება : Triticum aestivum L. var. aestivum

ჯიშის სახელწოდება: მოწინავე - Triticum aestivum ‘Motsinave’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი :  გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ, ჩრდილო ოსეთიდან მიღებული არგენტინული ხორბლის ჯიშებიდან მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევით. საქართველოში  ჯიში დარეგისტრირებულია 1957 წლიდან.

მოკლე აღწერა : განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა,  საკმაოდ ზამთარგამძლე. საშუალო საადრეო ვეგეტაციის. ღეროს სიმაღლე 100– 130 სმ–ს აღემატება. გამძლეა ჩაწოლისადმი და ვარგისია მექანიზირებული აღებისათვის. თავთავი ფხიანი, თეთრი, შეუბუსავი, თითისტარისმაგვარი ფორმის, საშუალო სიმკვრივის, სიგრძე 8–10 სმ–ს აღემატება, ადვილად ილეწება.  ფხები თავთავზე უფრო გრძელია და საკმაოდ გადაშლილი, არ არის უხეში. თავთუნის კილი ოვალური ფორმის, მოკვეთილი მხარით, კბილაკი წაწვეტებული, საშუალო ზომის 4–6 მმ. მარცვალი წითელი,  ოვალური, საშუალოზე უფრო მსხვილი, ნახევრადრქისებური. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 34–40 გრამს, ნატურა 740–815 გრამის ფარგლებში მერყეობს. თავთავიანი კულტურების  ჟანგაროვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა, ძლიერ ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით.

დღევანდელი მდგომარეობა : თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.

წყარო : ბ. ჯანელიძე, ვ. გორგოშიძე – საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის,  თბილისი 1960 წ. გვ. 54;  გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე – მემცენარეობა, თბილისი, 1969 წ. გვ. 28;  პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში,  თბილისი 1983 წ. გვ. 65

დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება დაფქვისა და პურცხობის მაღალი თვისებებით.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი