მუხრანულა ლობიო
საზოგადო სახელი: ლობიო
სახეობის სახელწოდება:Phaseolus vulgarisL.
ჯიშის სახელწოდება: მუხრანულა Phaseolus vulgaris ‘Mukhranula’
წარმოშობა:ჯიში გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ადგილობრივი ლობიოს პოპულაციიდან ინდივიდუალური შერჩევით. ჯიში დარაიონებულია 1982 წლიდან I, XV და XVIII ზონებისათვის.
ჯიშის დახასიათება:გამოირჩევა მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ვეგეტაცია გრძელდება 65 დღემდე, საქართველოს პირობებში იძლევა ორ მოსავალს.ბუჩქის ფორმა კუტია, მცენარის სიმაღლეა 38 სმ, აქვს კომპაქტური ბუჩქის ფორმა. ერთ მცენარეზე 8–12 პარკია, პარკში - 4–5 მარცვალი, მარცვალი მსხვილია, ოვალური ფორმისა, კრემისფერი შეფერილობითა და მუქი წითელი ლაქებით. 1000 მარცვლის მასა 292 გრამია. მოსავლიანობა 1–1,5 ტ/ჰა. ნედლი პროტეინის შემცველობა მარცვალში - 21,9%, ცხიმი 1.84%.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში არ ავადდება ბაქტერიოზით, ფუზარიოზით, ჟანგათი და ანტრაქნოზით. ვარგისი მექანიზებული აღებისთვის. სამი წლის (1977–1980 წწ) საშუალო მონაცემებით ჯიში „მუხრანული“, ხობისა და თელავის ჯიშთა გამოცდის პუნქტებზე იძლეოდა 0.3 –0,4 ტ-ით მეტ საჰქტარო მოსავალს, ვიდრე ჯიში „წითელი ინდური“.
წყაროები: ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შრომები XXXI, თბილისი.