მეგრული ყვითელი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჯიშის სახელწოდება: მეგრული ყვითელი - Zea mays flavorubra ‘Megruli Kviteli’
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს დაბლობ, ტენიან რაიონებში.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 115-135 დღეა. მცენარის სიმაღლეა 200-250 სმ. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 18-23. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 80-110 სმ. ბარტყობა არ ახასიათებს. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია. სიგრძე -15-17 სმ. ტაროს ირგვლივისობა ქვედა ნაწილში - 14-14,5 სმ, ზედა ნაწილში -13-13,5 სმ. ტაროზე 10-12 მწკრივია. მწკრივების სისწორე ნაკლებ არის დაცული. მარცვალი ყვითელია. წვერი ძლიერად არ არის ჩაჭყლეტილი. მარცვალს ხაოიანობა არ ახასიათებს. მარცვალი ფორმით მიეკუთვნება A ან B ტიპს. 1000 მარცვლის მასა 300-400 გრამია. ნაქუჩი თეთრია.
ჯიშის მოსავლიანობა შეადგენდა 3,5 ტონას და მეტს. მარცვლის გამოსავალი კი იყო 85-90%.
დღევანდელი მდგომარეობა: დასავლეთ საქართველოს დაბლობ, ტენიან რაიონებში საკარმიდამო ნაკვეთებზე დღესაც ითესება ყვითელმარცვლიანი, კბილა ტიპის სიმინდის ნიმუშები, მაგრამ ტაროს მორფოლოგიით მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდება ძველი ,,მეგრული ყვითელისაგან“.
წყაროები: ი.ნ.ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ.
ბალახები
ესპარცეტი
იონჯა
კოინდარი
სათითურა
ესპარცეტი
იონჯა
კოინდარი
სათითურა
თავთავიანი კულტურები
ტრიტიკალე
ქერი
შვრია
ჭვავი
ხორბალი
ახალციხის წითელი დოლის პური ხორბალი
ლაგოდეხის გრძელთავთავა ხორბალი
ქართლის თეთრი დოლის პური ხორბალი
ტრიტიკალე
ქერი
შვრია
ჭვავი
ხორბალი
პარკოსანი კულტურები
ბარდა
ლობიო
მუხუდო
ოსპი
სოია
ცერცველა
ცერცვი
წვრილმარცვალა (სვანური) ცერცვი
ძაძა
ბარდა
ლობიო
მუხუდო
ოსპი
სოია
ცერცველა
ცერცვი
ძაძა
ტექნიკური კულტურები
არაქისი
თამბაქო
სამსუნი 959 (სოხუმის სამსუნი) თამბაქო
სანაპირო ტრაპიზონი 1867 თამბაქო
სელი
არაქისი
თამბაქო
სელი
ფეტვნაირი კულტურები
სიმინდი
ადგილობრივი თეთრი ნახევრადკბილა
ადგილობრივი ნახევრადკბილა ყვითელი
ყვითელი კბილა ,,ოქროს ლამაზურა“