საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წილკანი 1


 საზოგადო სახელი:   სიმინდიwilkani1

სახეობის სახელწოდება: Zea mays L.

სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var.  flavorubra Körn.

ჰიბრიდის  სახელწოდება:  წილკანი 1 – Zea mays X flavorubra  ‘Tsilkani 1’

წარმოშობა:  გამოყვანილია  სსიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში ჯიში აბაშური ყვითელიდან მიღებული ხაზის აბ.ყვ.30-ის შეჯვარებით  ამერიკულ ხაზთან MO17-თან. რეკომენდებულია 2012 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და დასავლეთ საქართველოს დაბლობი და შემაღლებული ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება:  საშუალო საგვიანო ვეგეტაციისაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 125 დღე.

მცენარე საშუალო სიმაღლისაა - 230-240 სმ. ფოთლების რაოდენობაა 15-17, მიწისზედა მუხლებისა - 13-14, ბარტყობა არ იცის, საშუალოდ მცენარეზე ვითარდება 1.3 ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე - 18-20 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 14, მასა 340 გრამია.  ნაქუჩი ღია ვარდისფერია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 85 სმ, ტაროდან მარცვლის გამოსავალია 85 %. მარცვალი ყვითელია, ნახევრად კბილაა, 1000 მარცვლის მასა 362 გრამია. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით არ ავადდება, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვს. მარცვლის მოსავალია 9-10 ტ/ჰა. მგრძნობიარეა მაღალი აგროფონისადმი. მცენარეთა ოპტიმალური სიხშირეა 62-65 ათასი  მცენარე ჰექტარზე.

დღევანდელი მდგომარეობა: მშობელი ფორმების თესლები არის პროფესორ ო. ლიპარტელიანის კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია:   გამოიყენება სასურსათოდ და საფურაჟედ.

წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 5(13), თბილისი, 2012, გვ. 23-28.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი