საპარკე 75 ლობიო
სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: საპარკე 75 Phaseolus vulgaris ‘Saparke 75’
წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სელექციის სადგურში, ავტორები ს. თედორაძე, ლ. დეკაპრელევიჩი და მ. ღვინიაშვილი. გამა-სხივების დასხივებით ჯიში „ცანავა 3-დან“ ინდივიდუალური გამორჩევის გზით.
ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია. აღმოცენებიდან მარცვლის მომწიფებამდე ესაჭიროება 85-90 დღე, აღმოცენებიდან მწვანე პარკის კრეფამდე 45-50 დღე, მწვანე პარკის კრეფის ხანგრძლივობა 34 დღეა. დაბალმოზარდი ბუჩქია 35-45 სმ. ფოთლები მუქი მწვანეა, მომრგვალო კვერცხისებრი ფორმის, გოფრირებული. ყვავილი ვარდისფერია, საკმაოდ მსხვილია. პარკი ოდნავ მოხრილია, 11-12 სმ სიგრძის და 10-12 მმ სიგანის. პარკი ტექნიკურ სიმწიფეში მწვანეა, მოყვითალო მეწამული ლაქებით, პერგამენტის შრე და ძაფები არ ახასიათებს. თესლი ელიფსური ფორმისაა, ღია ყვითელი შეფერილობის ფონზე მეწამული ფერის ლაქებით. 1000 მარცვლის მასაა 450-480 გრ. მაღალმოსავლიანი ჯიშია - 15 ტ/ჰა მწვანე პარკი და 1,46 ტ/ჰა თესლი.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ინახება აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ: ანტრაქნოზი, ბაქტერიოზი და ჟანგა. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით. კარგია როგორც საპარკედ, ისე სამარცვლედ, ამიტომ იგი უნიერსალური ჯიშია.
წყაროები: შოთაობოლაძე, საბოსტნეპარკოსანიკულტურები. გამომცემლობა „საბჭოთასაქართველო“, თბილისი 1984, გვ. 28;
ს. თედორაძე, მცენარეთარადიაციულისელექცია „საბჭოთასაქართველო“, თბილისი, 1968, გვ. 54.