მცხეთის 1 ბარდა
საზოგადო სახელი: ბარდა
სახეობის სახელწოდება: Pisum sativum L.
ჯიშის სახელწოდება: მცხეთის 1, Pisum sativum 'Mtskhetis 1'
წარმოშობა: ჯიში გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში ჰიბრიდიზაციის გზითა და ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით. მშობელი ფორმებია: დედა - სარატოვის ადგილობრივი შეჯვარებული მამა - მსხვილმარცვალასთან, ღია ფერის ჭიპით. საქართველოში დარაიონდა 1980 წელს მთიანი და მთისწინა ზონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: საკვები მიმართულებისაა. სავეგეტაციო პერიოდი საშუალოა, დაახლოებით 116 დღე, აღმოცენებიდან დაპარკების დაწყებამდე - 50 დღე. მცენარე მაღალმოზარდია (სიმაღლე 133-175 სმ), ღერო დაბუჩქულია, ნახევრად მწოლიარე. თესლი მრგვალია, მოზრდილი. 1000 მარცვლის მასა - 120-130 გრ. მწვანე მასის კარგ მოსავალს იძლევა: საშუალოდ 30 ტ/ჰა, თივის - 7ტ/ჰა, მარცვლის კი 2,8 ტ/ჰა. თივა შეიცავს 15% ცილას, თესლი - 27%-ს.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაცია: ჩაწოლისადმი მიდრეკილების მიუხედავად, ჯიში ვარგისია მექანიზებული აღებისათვის. კარგად იტანს გვალვას, არ ზიანდება ბარდის მემარცვლიით. კარგი წინამორბედია მარცვლეული კულტურებისათვის. საუკეთესოა ქერთან ან შვრიასთან შესათესად.
წყაროები: 1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.