საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

რაჭულა ხორბალი


საზოგადო სახელი:  ხორბალი

სახეობის ლათინური სახელწოდება: Triticum  aestivum   L.

ჯიშის  სახელწოდება:  რაჭულა- Triticum aestivum  lutescens ‘Rachula’

გავრცელება: აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებული იყო ალაზნის ველზე.

ჯიშის დახასიათება: საგაზაფხულო ფორმებია მაგრამ ძირითადად შემოდგომით ითესება. ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით მიეკუთვნება საშუალო ან საგვიანო ფორმებს. ახასიათებს მაღალი და მტკიცე ღერო, ამოვსებული პარენქიმით. დამახასიათებელია ძლიერი შეფოთვლა, ფართო და გრძელი ფოთლებით. მცენარე დაფარულია ძლიერი ფქვილისებრი ნაფიფქით. ხასიათდება მაგარი და არაჩამწოლი ღეროთი და სუსტი ბარტყობით. იტანს ხშირ ნათესს. თავთავი ცილინდრული ფორმისაა, უფხო, თეთრი, შეუბუსავი (var. lutescens), ძალიან ფართო თავთუნებით. თავთუნის კილის ფორმა მსხლისებრია. თავთუნის კილის კბილაკი ბლაგვი, მოკლე და თანაბარია მთელ თავთავის სიგრძეზე. თავთუნის კილის მხარი ფართო მოკვეთილია. თავთავის ღერაკი ძალიან ფართოა (3,5–4 მმ). თავთავში 15–20 თავთუნია და 20–25 მარცვალია. ახასიათებს ცვენადობა. იგი მსხვილია, ფქვილისებრი კონსისტენციის. ძალიან სქელი გარსით. 1000 მარცვლის მასა 40–45 გრამია. ცხობისუნარიანობა დაბალია.  ნაკლებად ავადდება მურა და ღეროს ჟანგათი, გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი 1983

В. Л. Менабде  Пшеницы Грузии  -  Тбилиси 1948

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

დამატებითი ინფორმაცია: ეს ჯიში მორფოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით ძალიან ჰგავს ხულუგოს და შემოტანილია კახეთში დასავლეთ საქართველოდან – რაჭიდან ჩამოსახლებული მოსახლეობის მიერ, რაც მის სახელწოდებიდან ჩანს. არის ნეკროზის Ne2 ქლოროზის Ch2 გენის მატარებელი.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი