საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სამსუნი 959 (სოხუმის სამსუნი) თამბაქო


საზოგადო სახელი: თამბაქოsamsuni959

სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.

ჯიშის სახელწოდება: სამსუნი 959 (სოხუმის სამსუნი) - Nicotiana tabacum fruticosa ‘Samsuni 959 (Sokhumis Samsuni)’

წარმოშობა: სამსუნი 959 გავრცელებულია აფხაზეთის დაბალ და საშუალო ზონაში. გამოყვანილია აფხაზეთის თამბაქოს საცდელ სადგურში, ჰიბრიდიზაციის წესით (სამსუნი 1857 და სამსუნი 27-ის შეჯვარებით).

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი გადარგვიდან ყვავილობის დაწყებამდე 78-80 დღეა. გადარგვიდან სრულ სიმწიფემდე - 90-114 დღე. იძლევა საპაპიროსე არომატულ და გემოვან ნედლეულს. მცენარის ფორმა ცილინდრულია, 140-180 სმ სიმაღლის. ფოთოლი ყუნწიანია, კიდემთლიანი, მიმაგრება ზეაღმართულია, მოყვანილობა - გულისებრი. ფოთლის ფუძის დანამატი – ბიბილო პატარაა, ოდნავ დანაოჭებული. მცენარე მრავალფოთოლიანია - ივითარებს 40-50 ფოთოლს, ფოთლის სიგრძის შეფარდება სიგანესთან 1,5-1,7:1 ნერვაცია ნაზია. ყვავილი ვარდისფერია, საშიალო ზომის. სამსუნ 27-თან შედარებით, 10-12 დღით საადრეოა და 20-25%-ით მეტ მოსავალს იძლევა - 1,6-1,8ტ/ჰა. სამსუნ 27-ს სჯობნის გვალვაგამძლეობით.

დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია დაცული იყოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: აფხაზეთის დაბალ და საშუალო ზონაში იძლევა მუქ ნარინჯისფერ ნედლეულს. სასაქონლო ღირებულებებით (გამოსავლიანობა, გემო, არომატი) არ ჩამოუვარდება სამსუნ 27-ს.

წყაროები: ბ გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1959 წ.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი