საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თეთრი ღომი


საზოგადო სახელი: ღომი

სახეობის სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. dissecta Decapr. &Kasparian

ჯიშის სახელწოდება: თეთრი ღომი იგივე ჩე Setaria italica dissecta Tetri Gomi’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო სამეგრელოსა და გურიაში.

ჯიშის დახასიათება: თეთრი ღომი საშუალოდ საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 140 დღეა. მცენარის ღერო მაღალია, 150-175სმ-მდე იზრდება, ზოგჯერ ცოტა ნაკლებიც. თაველი შედარებით მოკლეა - 28 სმ-მდე, ცილინდრული, წვერისკენ ოდნავ გამსხვილებულია. ნაკვთულები გრძელია, გრძელ ყუნწზე, ზოგიერთები იმდენად გრძელია, მტევნისებურადაა გადმოკიდებული. თაველის აგებულება მეჩხერია. ჯაგრულა გრძელია და ნაზი, მწვანე ფერისაა. თაველი ყვითელია, მძიმე 40 გრამამდე. მარცვალი ყვითელი ფერისაა. მარცვლის გამოსავლიანობა 82-88%-ია, ცვენადობა არ ახასიათებს, ადვილად ილეწება.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული  უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში და გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროები: ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II, თბილისი, 1950 წ;

Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წელი.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი