საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ცანავა ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიოcanava

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: ცანავა  Phaseolus vulgaris ‘Tsanava’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სელექციის სადგურში ადგილობრივი ფორმებიდან ინდივიდუალური გამორჩევის გზით, ავტორები - ლ. დეკაპრელევიჩი, გ. აბესაძე, ე. დგებუაძე, და ა. შ.

ჯიშის დახასიათება:საშუალო საადრეო ჯიშია.  აღმოცენებიდან ყვავილობამდე ესაჭიროება 40-50 დღე, მარცვლის მომწიფებამდე 85-100 დღე. ჯიში ნახევრად ხვიარაა, სიმაღლე მინდვრის პირობებში 24-40 სმ-ია. დატოტვა საშუალო აქვს, ფოთოლი ფართო, კვერცხისებრი ფორმისაა - გადაზრილი წვეროთი. პარკი ოდნავ მოხრილი და სუსტად დანაოჭებულია, 7-10 სმ სიგრძითა და 8-10 მმ სიგანით. პარკის განვითარების გვიან ფაზაში პერგამენტის შრე შესამჩნევია. ნაწიბური ზოგჯერ ძაფიანია. დაუმწიფებელი პარკი მწვანეა ვარდისფერ-მეწამული ლაქებითა და ზოლებით. თესლი კვერცხისებრი ფორმისაა, ჭრელი, ღია ყვითელ ფონზე მეწამული ფერის ლაქებით. თესლის სიგრძეა 11-12 მმ, სიგანე - 7-9 მმ. 1000 მარცვლის მასაა 420-430 გრ. უნივერსალური ჯიშია.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ინახება აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების  ბანკში.

წყაროები: შოთა ობოლაძე, საბოსტნე პარკოსანი კულტურები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1984, გვ. 27.

დამატებითი ინფორმაცია:  იყენებენ როგორც საპარკედ ისე სამარცვლედ, პარკის ღირსება მწვანე სახმარად საშუალოა, მარცვალი კი მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება. სოკოვანი დაავადებებით ნაკლებად ზიანდება, ზოგჯერ აღენიშნება ანტრაქოზი.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი