მცხეთა ცერცველა
სახეობის სახელწოდება:Vicia sativa L.
ჯიშის სახელწოდება: მცხეთა Vicia sativa “Mtskheta’
წარმოშობა: ჯიში გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში ადგილობრივი ჯიში - ახალქალაქური ცერცველადან მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის გზით. დარაიონებულია 1986 წლიდან, ცერცველას მთესველი ზონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: საგაზაფხულო ფორმაა, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 134 დღეა. მცენარის სიმაღლეა 95-130 სმ-მდე აღწევს, ბუჩქისებრი, მუხლთშორისების რაოდენობა 19-22-ია. ღერო ღია მწვანე ფერისაა, რომელზეც 7-9 წყვილი ფოთოლია. ულვაში სუსტია, ფოთოლაკები - კიდემთლიანი. ყვავილედი მტევანია, რომელიც 1-2 წვრილი, ღია ლურჯი ყვავილისაგან შედგება. პარკი ხმლისებრია, მკვეთრად გამოხატული პერგამენტის ფენით. ერთ მცენარეზე საშუალოდ 18 პარკია, 5-7 თესლით. მარცვალი მრგვალია, საშუალო ზომის, მოყვითალო-ჩალისფერი, პრიალა ზედაპირით, 1000 მარცვლის მასა 66,1გრ-ია. მწვანე მასის მოსავალია საშუალოდ 20-34ტ/ჰა, თივის მოსავალი - 5-8,5ტ/ჰა. მარცვლის კი 0,8-1,7ტ/ჰა. მარცვალში ცილა 19-21%-ია, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერება - 8%; უჯრედისი - 26%-მდე.
დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში;
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში მცხეთა არ ავადდება ნაცრითა და ფესვის სიდამპლით. ფესვებზე კოჟრები ინტენსიურად უვითარდება. გვალვაამტანია, ახასიათებს ჩაწოლა, მაგრამ ექვემდებარება მექანიზებულ აღებას.
წყაროები: Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.