გურული თეთრი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდებ გურული თეთრი ა Zea mays L.,
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. leucodon Alef.
ჯიშის სახელწოდება: გურული თეთრი - Zea mays leucodon ‘Guruli Tetri’
წარმოშობა: როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ჩამოყალიბდა გურიაში, მაგრამ ასეთი ტიპის სიმინდი იმერეთსა და რაჭაშიც გვხვდება და ცნობილია ,,ადესურას“, ,,გრანიცულას“, ხოლო სამეგრელო-აფხაზეთში ,,გალის თეთრის“ სახელწოდებით.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, საგვიანო ჯიშად ითვლება. დათესვიდან სრულ სიმწიფემდე 135-150 დღე სჭირდება. მცენარის სიმაღლე 220-310 სმ-ია. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 14-18. ბარტყობა სუსტია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 90-124 სმ. ტარო დიდი ზომისაა - 14-26 სმ. ტაროს ფორმა ცილინდრულია. ტაროზე 10-14 მწკრივია. მარცვლის გვერდები მღვრიე თეთრი ფერისაა, ზედაპირი მკვეთრად თეთრია და საკმაოდ თავჩაზნექილი. მარცვალი C ტიპს მიეკუთვნება, ნაკლებად A -ტიპის. 1000 მარცვლის წონაა 440-580 გ. ნაქუჩი თეთრია. ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარებზე (აჯამეთი, დიღომი) ჯიშთა წინასწარ გამოცდაში მიღებული იყო მშრალი მარცვლის მოსავალი 4,2-4,8ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: ნიმუში დაცულია სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV).
დამატებითი ინფორმაცია: მისი გამოყენება საინტერესოა როგორც სამარცვლედ, ისე სასილოსედ დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში.
წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება. ტომი XXIV. თბილისი, 1969 წ.