საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სამსუნი 224 თამბაქო


საზოგადო სახელი: თამბაქოsamsuni224

სახესხვაობის  სახელწოდება:  Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.

ჯიშის  სახელწოდება: სამსუნი 224  -Nicotiana tabacum fruticosa  ‘Samsuni 224’

წარმოშობა: სამსუნი 224  გამოყვანილია აფხაზეთის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურში. მიღებულია რთული ჰიბრიდიზაციის მეთოდით. დარაიონებულია აფხაზეთში.

ჯიშის დახასიათება: სამსუნი 224  სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით საპაპიროსე თამბაქოს ტიპია.  საგვიანო ჯიშია. გადარგვიდან წვეროს ფოთლის მომწიფებამდე სჭირდება 120-135 დღე.  მაღალარომატულ და გემოვან ნედლეულს იძლევა. მცენარის ფორმა ცილინდრულია. ფოთლების მდგომარეობა - ღეროზე გამოშვერილი. ყვავილედი ფარისებრი ფორმისაა, მკვრივი, საშუალო სიდიდის, ყვავილი ვარდისფერია, საშუალო ზომის. მცენარის სიმაღლე ყვავილედით 155 სმ-მდე. ფოთოლი ყუნწიანია. მცენარის შუა იარუსზე ფოთლის ფირფიტა ფართო ოვალურ-გულისებრია, ბიბილო პატარაა,  ერთ ძირზე 30-40 ფოთლამდე აქვს. ფოთლის ნერვაცია ნაზი აქვს, ფერი - ღია მწვანე. მაღალმოსავლიანია - 1,6 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს აგრარულიუნივერსიტეტისმცენარეთაგენეტიკურირესურსებისბანკში, ასევე რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: სამსუნი 224, სამსუნ 155-თან შედარებით, მეტად გამძლეა ჭრაქისადმი (პერონოსპოროზი). განსაკუთრებით გამძლეა ფესვის სიდამპლის მიმართ.

წყაროები:  გ. ბადრიშვილი,  მემცენარეობა,  თბილისი, 1981 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი