საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ადგილობრივი ნახევრადკბილა ყვითელი


საზოგადო სახელი:  სიმინდი სახეობის სახელწოდება Zea mays  L.  სახესხვაობის  სახელწოდება:  Zea mays. var. aurantika  Dekapr.  ჯიშის  სახელწოდება: ადგილობრივი ნახევრადკბილა ყვითელი Zea mays aurantika ‘Nakhevradkbila Kviteli’ წარმოშობა: ადგილობრივი ნახევრადკბილა ყვითელი, ისევე როგორც ნახევრადკბილა თეთრი, ჩამოყალიბდა სიმინდის კბილა და კაჟა ტიპის ჯიშების შეჯვარებისა და ხალხური სელექციის საფუძველზე  დაბლობ ზონაში (400-500 მეტრამე ზღვის დონიდან).
ჯიშის  დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობით მიეკუთვნება საგვიანო ჯიშს. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 130-135დღე. მცენარის სიმაღლე 200-250სმ. მიწისზედა მუხლების რაოდენობაა 12-14.ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 16-18. ტაროს მიმაგრების სიმაღლე მთავარ ღეროზე 115-120 სმ. ტარო კონუსურია. ტაროზე მწკრივების რაოდენობა  8-12-მდე.  მარცვალი ყვითელი ფერისაა, ნახევრადკბილა კონსისტენციის.1000 მარცვლის მასაა 300-350 გ. ნაქუჩი თეთრია. ჯიში გამძლეა დაავადებათა და მავნებლების მიმართ. მარცვლის მოსავლიანობაა 4,7ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშები შენარჩუნებულია დასავლეთ საქართველოს საკარმიდამო ნაკვეთებზე. წყაროები: ბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე, სიმინდის დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები საქართველოს რესპუბლიკისათვის, თბილისი, 1964 წ.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი