საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გეგუთის ყვითელი


საზოგადო სახელი:  სიმინდიgegutisyviteli

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

სახესხვაობის  სახელწოდება:  Zea mays  var. aurantika  Dekapr.

ჯიშის  სახელწოდება:  გეგუთის ყვითელი  Zea mays aurantika ‘ Gegutis Kviteli’

წარმოშობა: ადგილობრივი ჰიბრიდული ჯიშია. ჩამოყალიბებულია ე.წ.,,ქუთაისის ჰიბრიდიდან"წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში და გაუმჯობესებულია მასობრივი გამორჩევის გზით წყალტუბოს ჯიშთაგამოცდის ნაკვეთზე.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, საგვიანო ჯიშად ითვლება. მცენარე მაღალია - 215-200 სმ, ფოთლების რაოდენობა მცენარეზე -16-18. მიწისზედა მუხლები 12-14. მცენარე გამძლეა ჩაწოლისადმი.ტაროს მიმაგრების სიმაღლე 92-99 სმ. ტaro კონუსური ფორმისაა. სიგრძე - 18-20 სმ-ია,დიამეტრი 4-4,4 სმ.ტაროზე მწკრივების რაოდენობა 8-10.მარცვალი ყვითელი ფერისაა - მუქი ნარინჯოვანი წითელი ელფერით. 1000 მარცვლის მასაა 400-450 გ. მარცვლის გამოსავალი 79-81%. მოსავლიანობა - 3,5ტ/ჰა. ჯიში გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. 2-4% ავადდება ბუშტოვანა გუდაფშუტათი.  ჯიში გამოიყენება სასურსათედ.

დღევანდელი მდგომარეობა: ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია:  ჯიში დარაიონებულია 1949 წლიდან, ქვემო იმერეთის დაბლობისათვის.

წყაროებიბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე,  სიმინდისდარაიონებულიჯიშებიდაჰიბრიდებისაქართველოსრესპუბლიკისათვის. თბილისი, 1964წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი