საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავი ფეტვი


საზოგადო სახელი: ფეტვიshavifetvi

სახეობის  სახელწოდება:    Panicum miliaceum L. 

სახესხვაობის  სახელწოდება:  Panicum miliaceum var. subcinereum Korn.

ჯიშის  სახელწოდება:  შავი ფეტვი Panicum miliaceum subcinereum  ‘Shavi Phetvi’

წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ფეტვის მთის shavifetvi (2)ეკოგეოგრაფიულ ჯგუფს წარმოადგენს. გავრცელებული იყო ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში დღესაც ითესება საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე რაოდენობით.

ჯიშის დახასიათება: მცენარე საშუალოზე მაღალია 100-130სმ. სავეგეტაციო პერიოდი მოკლე აქვს - 70-80 დღე, საადრეო ჯიშია. ახასიათებს ღეროს დატოტვა. საგველა ყვავილედი მოკლეა და ფარჩხატი. ყვავულედი ნახევრად გადაშლილია, ქვედა ტოტები ქვევითაა დაშვებული, ზედა კი აკრულია ღეროზე, სიგრძით საშუალოა - 25-27 სმ. ყვავილედის ღერო სწორია. მცენარე შეფოთლილია შედარებით მოზრდილი ლანცეტური ფორმის ფოთლებით. მარცვალი მიკრულია კილებზე და ძნელად იცეხვება. კილები ჩალისფერია, საშუალო ზომის მარცვალს ივითარებს, მარცვალი მონაცრისფრო-მოშავოა.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV); ასევე  შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროები:  ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;
ი. მაისაია, ფეტვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1998 წ;
დახასიათებულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის ფეტვნაირი კულტურების კურატორის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია:  სვანეთში დღესაც იხმარება ფეტვის ნაფქვავი ხორბლის ან სიმინდის ფქვილში შესარევად, ფეტვი ცომს სირბილესა და განსაკუთრებულ გემოს სძენს. ფეტვისაგან აცხობენ ფეტვჭვიშდარსა და ლუკვნეს.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი