საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბოსტნეული კულტურები


საქართველო მდიდარია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ველური წინაპრებითა და მონათესავე სახეობებით, ხალხური სელექციით შექმნილი ჯიშ-პოპულაციებით, კულტურული ფორმებით და აგრეთვე სელექციური ჯიშებით. ეს აიხსნება საქართველოს მრავალსაუკონოვანი სამიწათმოქმედო ტრადიციით, ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით და გეოგრაფიული სიახლოვით წინა აზიასთან, რომელიც სოფლის მეურნეობის წარმოშობისა და უმნიშვნელოვანესი მარცვლოვანი, სამარცვლე-პარკოსანი და საკვები კულტურების მრავალფეროვნებისა და მოშინაურების ცენტრია. საქართველოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს სხვა კონტინენტებიდან შემოტანილმა კულტურებმაც: სიმინდი, ლობიო, სოია და სხვა. ისინი კარგად იყვნენ შეგუებული როგორც დასავლეთ საქართველოს ტენიან, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ პირობებს. მათ გენეტიკურ სტრუქტურაში კოდირებული იყო უნიკალური ნიშანთვისებები, ხასიათდებოდნენ იმუნურობით, მაღალი ბიოქიმიური, ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით. ისინი კარგად შეეგუენ ადგილობრივ პირობებს, დასაბამი მისცეს მრავალ ადგილობრივ ჯიშპოპულაციას, ჯიშსა და ფორმას და დიდი როლი ითამაშეს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაში. ველურ სახეობებს, ხალხური სელექციის ჯიშპოპულაციებს და ისტორიულ ჯიშებს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ახალი ჯიშების გამოსაყვანად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ მცენარეებში გარემოსთან შეგუების უნარის, სტრესების მიმართ გამძლეობის, ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკურის მახასიათებლების განმსაზღვრავრელი გენების წყაროს. თანამედროვე სელექცია ინტენსიურად იყენებს ამ გენებს და მათ გარეშე სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება წარმოუდგენელია. ამავე დროს, ბევრი ძველი ჯიში კვლავინდებურად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ერის ტრადიციებთან, კულტურასთან და რელიგიურ რიტუალებთან. გასული საუკუნის დასაწყისიდან, მთელს ქვეყანაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა გენეტიკური ეროზია. მაღალმოსავლიანმა სელექციურმა ჯიშებმა თითქმის მთლიანად განდევნეს ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციები ქართული მიწათმოქმედებიდან, ხოლო ბოლო 10-15 წლის მანძილზე სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებში თავმოყრილი კოლექციები საგრძნობლად შემცირდა, მათი ძირითადი ნაწილი გაიტანეს უცხოურ გენბანკებში. კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აგრარული ბიომრავლაფეროვნების შენარჩუნებასა და დაცვას. აუცილებელია შევაგროვოთ, შევისწავლოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული გენეტიკური მასალა: ენდემური სახეობები და ადგილობრივი, ხალხური სელექციით მიღებული ჯიშ-პოპულაციები).
 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი