მცხეთა 684
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჰიბრიდის სახელწოდება: მცხეთა 684 - Zea mays X flavorubra ‘Mtskheta 684’
წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მარტივი ჰიბრიდის (B73 X B84) მ-ის შეჯვარებით ხაზ MO17- თან. დაშვებულია გასავრცელებლად 1988 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საშუალო საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 127 -130 დღე. მცენარე მაღალმოზარდი, სიმაღლე 290-305 სმ. ფოთლები ერექტოიდულია, მუქი მწვანე შეფერილობის, ფოთლების რაოდენობა 20-22, მიწისზედა მუხლები 17-18. ბარტყობა არ იცის, ერთ მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 123-125 სმ. ტაროს ფორმა სუსტი კონუსისუბრია, სიგრძე - 21-24 სმ, მასა 228 გრამია. მარცვლის რიგების რიცხვი 16-18, ნაქუჩი ვარდისფერია, ტაროდან მარცვლის გამოსავალია 84 %. მარცვალი ყვითელია, კბილა, 1000 მარცვლის მასა 337 გრამია. პოტენციალური მოსავლიანობა მარცვალში შეადგენს 11-12 ტ/ჰა. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; მტვრიანა გუდაფშუტათი და ფუზარიოზით არ ავადდება. სუსტი გამძლეა ჰელმინთოსპორიოზისადმი.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
წყაროები: მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სელექციის განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში,1989 წ.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.