საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მძინარა სიმინდი


 საზოგადო სახელი:  სიმინდი

 სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

 სახესხვაობის   სახელწოდება:  Zea mays  var. pyrodon  Alef.    

 ჯიშის   სახელწოდება: მძინარა სიმინდი  - Zea mays  pyrodon  ‘Mdzinara’

წარმოშობა:  გავრცელებულია აჭარისა და გურიის რაიონებში და უმეტესად  ბოსტნებში ითესება. ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. მისი ტაროს ფოჩიდან (ულვაშიდან) მზადდება ნახარში, რომელიც იხმარება თირკმლების დაავადების წინააღმდეგ. სახელწოდება ,,მძინარა სიმინდი“ მოსახლეობის გადმოცემით, შერქმეულია იმის გამო, რომ ავადმყოფი  მისგან დამზადებული ნახარშის მიღების შემდეგ ძილს მიეცემა. ანუ, სუსტდება ტკივილების შეგრძნება.

ჯიშის   დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით საშუალო-საგვიანო ფორმაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 90-116 დღე სჭირდება. მცენარის სიმაღლე 188-200 სმ. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 12-14. ტაროს მიმაგრების სიმაღლაე 75-89 სმ. ტარო საშუალო ზომისაა, ნახევრად ცილინდრული ფორმის. სიგრძე 17-22სმ. მწკრივების რაოდენობა 10-12.  მათი განლაგება სწორია.  მარცვალი წითელი ფერისაა. მარცვლის ზედაპირი ტაროს მთელ სიგრძეზე უმეტესად გლუვია, ნაწილობრივ - ოდნავ თავჩაზნექილი. მარცვალი B ტიპს მიეკუთვნება, უფრო ნაკლებად კი C ტიპს. 1000 მარცვლის მასა 300-380 გრამია. ნაქუჩი წითელია. ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარზე  ჯიშთა გამოცდაში მიღებულია 2-2,5 ტ/ჰა მშრალი მარცვლის მოსავალი.

დღევანდელი მდგომარეობა: აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი.

დამატებითი ინფორმაცია: პერსპექტიულია სასილოსედ, აგრეთვე როგორც სამკურნალო  სიმინდის ფორმა.

წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება, ტომი XXIV,  თბილისი, 1969 წელი.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი