დარიალი 4 სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: დარიალი 4 Glycine max 'Dariali 4'
წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელ სადგურში, ინდუცირებული მუტაგენეზის მეთოდით - რადიაციული სელექციით, ჯიშ ადრეულა 6-ის თესლის გამა-სხივების ზემოქმედებით (7კრ) დგომის შერჩევის მეთოდის შეთანაწყობით. დარაიონებულია 2003 წლიდან სოიას მთესველი რაიონებისათვის.
ჯიშისდახასიათება: საშუალოდ საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 122 დღეა. მცენარის სიმაღლე 85-95სმ-ია, ბუჩქის ფორმა კომპაქტურია, ღერო და ტოტები მსხვილია, ღერო ყვავილედით ბოლოვდება და არ ეხვევა, საშუალოდაა შეფოთლილი, შებუსვა ძლიერია. ყვავილი იასამნისფერია, პარკი საშუალო ზომისაა, ღია ყავისფერი. თესლი მომრგვალო-ოვალური ფორმისაა, საშუალო ზომის, ყვითელი და გლუვია, პიგმენტაციის გარეშე. 1000 მარცვლის მასაა 130-140 გრ. მოსავლიანობა 2,8 ტ/ჰა. თესლი საშუალოდ 44,8% ცილას შეიცავს და 19,2% ცხიმს.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: დარიალი 4 ვირუსული და სოკოვანი დაავადებებით უმნიშვნელოდ ზიანდება. ვარგისია მექანიზებული აღებისათვის. უხეში ღეროსა და სუსტი შეფოთვლის გამო ნაკლებად ვარგისია სასილოსედ.
წყაროები: 1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.