ქართული კრუგი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavoubra Körn.
ჯიშის სახელწოდება: ქართული კრუგიZea mays flavoubra‘Kartuli Krugi’
წარმოშობა: ქართული კრუგი, ამერიკული ჯიშ კრუგიდან (კრუგ კორნი)არის გაუმჯობესებული საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ.ჯიში საკმაოდ გამძლეა დაავადებათა მიმართ, მაგრამ ბუშტოვანა გუდაფშუტათი ავადდება 2-7%-ით.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე ესაჭიროება 120-140 დღე. მცენარე საშუალოზე უფრო მაღალია-200-320 სმ. ბარტყობა მცირე რაოდენობით ახასიათებს. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 16-20.მიწისზედა მუხლები უმეტესად 14-ია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 100-140 სმ. მცენარე ჩაწოლისადმი გამძლეა. ტარო უმეტესად ცილინდრული ფორმისაა (გვხვდება კონუსისებრი ფორმისაც). ტაროს სიგრძე 20-25 სმ. მწკრივების რაოდენობა ტაროზე 14-16. მარცვალი კბილა ტიპისაა, ღია ყვითელი ფერის. 1000 მარცვლის წონა 250-300 გრამია. მარცვალს მაღალი გამოსავალი ახასიათებს - 80-84%. ჯიში უხვმოსავლიანია (6,8ტ/ჰა), კარგად უძლებს ჰაერის დაბალ შეფარდებითტენიანობას, მაგრამ მომთხოვნია ნიადაგის ტენისადმი. ფქვილისებრი კონსისტენციის გამო, მისი სასურსათე ღირებულება ნაკლებია.
დღვანდელი მდგომარეობა: ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: დარაიონებულია 1949 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის სარწყავ ზონაში.
წყაროები: ბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე,სიმინდისდარაიონებულიჯიშებიდაჰიბრიდებისაქართველოსრესპუბლიკისათვის,თბილისი, 1964წ.