ძალისურა 35-3 ხორბალი
საზოგადო სახელი: ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum var. ferrugineum (Alef.) Velican
ჯიშის სახელწოდება: ძალისურა 35-3 - Triticum aestivum ‘Dzalisura 35-3’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: სელექციური ჯიშია, რომელიცგამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურში, წიწამურის და ძალისის ადგილობრივი დოლის პოპულაციიდან, მასობრივი გამორჩევის მეთოდის გამოყენებით. ითესებოდა მთიან ზონაში, ძირითადად ახალქალაქის ზეგანზე.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა. საკმაოდ ზამთარგამძლე, გამძლეა ჩაწოლისადმი და არ ახასიათებს მარცვლის ცვენადობა. სახესხვაობის ფარგლებში არჩევენ ორ ფრაქციას: 1) მცენარეები, რომელებსაც აქვთ გრძელი, ფხისმაგვარი კბილაკი და შედარებით ვიწრო თავთავის ღერაკი, 2) მცენარეები, უფრო მოკლე თავთუნის კილის კბილაკით და თავთავის ფართო ღერაკით. თავთავი თითისტარისებრი ფორმისაა, თავთუნის კილი კვერცხისებურ - ლანცეტური. თავთუნის კილის მხარი ვიწრო, აწეული, ფხები უხეში. მარცვალი წითელი ფერის, მოგრძო - ოვალური ფორმის და ნახევრად რქისებრი კონსისტენციის. 1000 მარცვლის მასაა 36-38, ნატურა 796 გრამი. ახასიათებს მარცვლისა და პურცხობის მაღალი ხარისხი. სტაბილურ მოსავლიანია და მერყეობს 2,8-3,6 ტ/ჰა ფარგლებში. მცენარე საშუალოდ სენიანდება ყვითელი და მურა ჟანგათი, შედარებით იმუნურია მაგარი და მტვრიანა გუდაფშუტას მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყარო: ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში, თბილისი 1983 წ. გვ. 64; საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 315
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ძვირფასი სასელექციო საწყისი მასალაა სინთეზური სელექციისათვის ადაპტაციის მაღალი უნარის, ზამთარგამძლე, მაღალხარისხიანი და მაღალმოსავლიანი ჯიშების მისაღებად.