საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჯინეში


საზოგადო სახელი: ვაზიjineshi-2 ლათინური სახელწოდება: Vitis vinifera L. ჯიშის სახელწოდება: ჯინეში სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-ვარდისფერია მოწითალო ელფერით, შებუსულია სქელი თეთრი ფერის ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, მზიანი მხრიდან ოდნავ იისფრი ელფერით, მცირედ შებუსული თეთრი აბლაბუდისებრი ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებურია, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით, იშვიათად ისრისებური, თანასწორგვერდიანი. კბილები სამკუთხედისებურია წამახვილებული წვერით, იშვიათად ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია  ძალიან მცირე ჯაგრისებურ-აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელი ან ზოგჯერ საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 95,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, ოვალური, მუქი ვარდისფერი, კანი მცირედ დაფენილი ცვილით. სქელკანიანი. რბილობი საკმაოდ წვნიანია, ხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. უმეტესად სამწიპწიანია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,0 %, მჟავიანობა 10,4 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,5-8,0 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენია. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით, საკმაოდ სასიამოვნო გემოთი. ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ჭრაქით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 230-233. Рамишвили М. А., Джинеши. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищепромиздат, Москва, Том I,1963,Ст. 457-459. ავტორი: ირმა მდინარაძე