საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხაფშირა


ჯიშის სახელწოდება: ხაფშირა სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, მთლიანი. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანია. მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, კუმსი ან ძალიან კუმსი. საშუალო წონა - 235 გ. მარცვალი: მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. კანი საშუალო სიმკვრივის, ცვილით დაფარული, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი სასიამოვნო ტკბილი  გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  16-18 %, მჟავიანობა 10 გ/ლ. მოსავლიანობა:  15-22 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: ხაფშირას ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. სრულ  სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს.  ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 247; Церцвадзе Н. В., Хапшира, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,  ст. 312-313. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე