საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხარისთვალა შავი


ჯიშის სახელწოდება: ხარისთვალა შავიxaristvala-shavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი, მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მომწვანო ფერისაა, რომელსაც გასდევს წითელი ზოლები. ზრდის კონუსი ღია იისფერია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 13-14სმ, სიგანე 18-20სმ). ფირფიტა სქელია, დაუნაკვთავი და მრგვალი მოყვანილობის. შეფერილია მუქ მწვანედ. ზედაპირი წვრილბურთულებიანი. ქვედა მხრიდან შებუსული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია. გვხვდება ღია ვიწროელიფსურიც. მთავარი ნაკვთების დაბოლოება სამკუთხედისებრია, გვხვდება გუმბათისმაგვარიც. გვერდითი კბილები ცალგვერდებამოზნექილი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 18სმ, სიგანე 6-9სმ). კონუსური, საშუალოდ კუმსი. გვხვდება თხელმტევნიანებიც. საშუალო წონა 130 გ. მარცვალი: საშუალოზე დიდი ზომისაა (1,5 X 1,8სმ). მსხვილი, ხორციანი, სქელი კანით. შეფერილი მუქ შავად. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,9-17,0 %, მჟავიანობა 11,5-13,0 გ/ლ. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება:  ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში მაღალმოსავლიანია. სოკოვან დაავადებათა მიმართ  მგრძნობიარეა, ჭრაქით უფრო ზიანდება, ვიდრე ნაცრით. ხარისთვალა შავი მესხური ვაზის ჯიშებიდანბ საკმაოდ ცნობილია. ერთეული ძირების სახით გვხვდება ასპინძისა და ახალციხის რაიონების ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ 45-46. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი