საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ცხენისძუძუ შავი


ჯიშის სახელწოდება: ცხენისძუძუ შავიcxenis-zuzu-shavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი, მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:   შიშველია. ზრდის კონუსი მოწითალო ფერისაა. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. მცირე ზომის (სიგრძე 11-12სმ, სიგანე 9-10სმ).   ნაკვთების ფორმა ელიფსური. ფორმით გულისმაგვარი. ფირფიტა თხელია და ღია მწვანედ შეფერილი. ზედაპირი სწორი, ქვედა მხრიდან შებუსული. ფირფიტის ყველა ამონაკვეთი ღრმადაა ჩაჭრილი. ყუნწის ამონაკვეთი მომრგვალო. ფოთლის მთავარი ძარღვების დაბოლოება ვიწრო სამკუთხედისებრი, გვერდითი კბილები ხერხკბილისებრი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომის (სიგრძე 11-12სმ, სიგანე 9-10სმ). კონუსური და მეტად კუმსი. საშუალო წონა - 125 გ. მარცვალი: საშუალო ზომისაა (1,9 X 1,4სმ), გრძელი, სქელკანიანი და კნატუნა; მუქი შავი ფერის, რომელზეც ძლიერ გამოსახულია ნაცრისფერი ნაფიფქი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,5 %, მჟავიანობა 9,5-10,0 გ/ლ. სამეურნეო მიმართულება:  სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალი ხარისხის სუფრის ყურძენი. ღვინისა დახასიათება: საკმაოდ სხეულიანი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს. კარგად ეგუება გვალვიან პირობებს და უძლებს ყინვებს. ცხენისძუძუ შავი მესხეთის ცნობილი ჯიშია. ერთეული ძირების სახით გვხვდება ასპინძის რაიონის სოფლებში. მტევანი გარეგნული მოყვანილობით წააგავს შავ ბუდეშურს, მაგრამ ყურძნის გემოთი და ფოთლების აგებულებით სავსებით განსხვავდება მისგან. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო  ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1956, გვ 46–47. Кикачеишвили Р.М., Циквадзе Ш., Цхенисдзузу Тетри, Ампелография СССР,Малораспрастраненные сорта винограда,Том 3, Пищепромиздат, Москва,1966,Стр. 407-408. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი