საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჩიტისთვალა აჭარული


ჯიშის სახელწოდება:ჩიტისთვალა აჭარულიchitistvala-acharuli სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:  გაუშლელი ფოთლების კბილები თითქმის წითელია, შებუსულია ქეჩისებურად მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერით, საკმაოდ სქლად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით, ასეთივე შებუსვა ახასიათებს ქვედა მხარესაც. ყლორტი ღია მწვანე, მცირედ შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებურია მომრგვალო ფუძით, იშვიათად ისრისებურია, თანასწორგვერდიანი მახვილი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, ცალმხარეს ამოზნექილი, მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია საშუალოდ აბლაბუდისებური ბუსუსით. ღია მწვანე მთავარი ძარღვები მცირედ არის შებუსული. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ დატოტვილი და უფორმო, ძალიან თხელი, საშუალო მასა - 88,0 გ. მარცვალი: მცირე ზომის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი შეუფერავი. ერთ-, ოთხწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,1 %, მჟავიანობა 10,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,5-5,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948. გვ. 252-254; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 242; Рамишвили М.А., Читиствала аджарули, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 453-454. ავტორი: ირმა მდინარაძე