საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ღარიბა წითელი


ჯიშის სახელწოდება: ღარიბა წითელიrhariba-witeli სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი ინტენსიურადაა შებუსული ქეჩისებრი ბუსუსებით. მომწვანო-მოთეთრო შეფერვის და ვარდისფერი არშიით. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია. საშუალო ზომისაა ან დიდია (სიგრძე 18–20სმ, სიგანე 17–18სმ). ფირფიტა მომრგვალოა ან გულისებრი, იშვიათად განივოვალური. ზედაპირი წვრილ- ან მსხვილბურთულებიანია, გვხვდება ბადისებრ დანაოჭებულიც. შეფერილი მუქ მწვანედ.ზედა ამონაკვეთები საშუალო, დახურული, კვერცხის ფორმის, წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვეთები შეუმჩნეველი ან საშუალო სიღრმისაა, იშვიათად ღრმა. ყუნწის ამონაკვეთიდახურული და ელიფსური. სწორ მდგომარეობაში დახურული, მომრგვალო ან ელიფსური. ქვედა მხარე ინტენსიურადაა შებუსული აბლაბუდით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება საშუალო ზომის გვერდებამოზნექილი წაწვეტებული კბილებით. გვერდითი კბილები ასეთივე ფორმის, ხშირად ისინი გვერდზე არიან გადახრილი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 10–15სმ, სიგანე 6–10სმ). საშუალო წონა 130–150 გ. ცილინდრული ან ცილინდრულ–კონუსური. მეტწილად დატოტვილი. ტიპური მტევანი გაყოფილია ორად, თითქმის თანაბრად (ჩამოჰგავს ხურჯინს). საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 15–17მმ, სიგანე 14–16მმ). მომრგვალო. შეფერილი მუქ მოშავო-მოიისფროდ. გემრიელია, წვნიანი, ხორციანი. წვენი შეუფერავი. კანი სქელია და ნაზი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–21,0 %, მჟავიანობა 5,5–7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0–6,7ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება:  სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ღვინის დახასიათება: ამზადებენ ადგილობრივი მოხმარების მსუბუქ, ბროწეულისფერ, საკმაოდ სხეულიან  ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მისი გამძლეობა რქაწითელს უტოლდება, ტკიპისადმი ამ ჯიშზე მეტ გაძლეობასაც იჩენს. მცირე ნარგაობის სახით გავრცელებული იყო კასპის, მცხეთის, ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. მოსახლეობას ეს ყურძენი ბუზასა  და მის ჯგუფთა ვარიაციებში ერევა. საადრეო მწიფობის გამო „ჩიტის ყურძენსაც“ უწოდებენ, თავისი სახელი კი შეერქვა მეჩხერმტევნიანობის გამო. დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 181–188. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი