საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქორქაულა


ჯიშის სახელწოდება: ქორქაულაqorqaula სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა იისფერი ელფერით, საკმაოდ სქლადაა შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, შებუსულია მონაცრისფრო აბლაბუდისებური ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური, მომრგვალო, ან ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფირფიტის ქვედა მხარე შეუბუსავია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ შებუსულია ძალიან მცირედ. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსურიფორმის და დატოტვილი, თხელი ან საშუალო სიკუმსის, საშუალო წონა - 160,0-168,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, მრგვალი, შავი ფერის, უხვადqorqaula-2 დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი ხორციანი, ჩვეულებრივი გემოთი. უმეტესად სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,5 %, მჟავიანობა 9,0-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-7,5 ტონა/ჰექტარზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ძალზე საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით ჭრაქითა. უცილებლად გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 237-239; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 240; Рамишвили М.А., Коркаула, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II, Ст. 185-187. ავტორი: ირმა მდინარაძე