საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფერავი ვაიო


ჯიშის სახელწოდება: საფერავი ვაიოsaferavi-vaio სინონიმი: საფერავი ყურძენი წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია წითელია, სუსტი იისფერი ელფერით, სქლადარის შებუსული, ქეჩისებურია. ყლორტი ღია მწვანეა, მზიანი მხრიდან ღია იისფერია, მცირედ არის შებუსული მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, უფრო ხშირად ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით ან ისრისებურია, თანასწორგვერდიანი. კბილები სამკუთხედისებური  და ხერხკბილა-სამკუთხედისებურია მახვილი წვერით, ზოგჯერ სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალოან მცირე ზომისაა, უფრო ხშირად უფორმოა, დატოტვილი, თხელი, ან საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა 90,0-100,0 გ-ს აღწევს. მარცვალი: საშუალო სიდიდისაა, ოდნავ ოვალური, თითქმის შავი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, ნაკლებად ხორციანი, სასიამოვნო, ტკბილი გემოთი. წვენი მცირედ შეფერილია. უმეტესად სამწიპწიანია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5-20,2 %, მჟავიანობა 8,9-10,4 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-7,5 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა. საკმაოდ ჰარმონიული, ალკოჰოლის შემცველობა 11,0%.
დამატებითი ინფორმაცია:  საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება სოკოვანი დაავადებებით - განსაკუთრებით ჭრაქით. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 198-200. Рамишвили М.А., Саперави вайо, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 78-80. ავტორი: ირმა მდინარაძე