საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფარულა


ჯიშის სახელწოდება: საფარულაsafarula სინონიმი: უცნობია წარმოშობა: მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი გაუშლელი ფოთოლაკი შებუსულია თეთრად.   ზრდის კონუსი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, გვხვდება  ხუთნაკვთიანიც. დიდი ზომისაა (სიგრძე 13-14სმ, სიგანე 20-25 სმ). სქელი და მუქი მწვანეა. ზედაპირი წვრილბურთულებიანია. ზედა ამონაკვეთი ნახევრად ჩაჭრილი და ელიფსურია.ქვედა მხარე შებუსული თეთრად.ფირფიტის ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარი. მთავარიკბილები ვიწრო სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილები ხერხკბილისმაგვარი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი:  დიდი ზომის (სიგრძე 20-21სმ, სიგანე 7-9სმ). საშუალო წონა  258 გ.კონუსური. საშუალო სიკუმსის. მარცვალი: მწვანე ფერის. საშუალო ზომის (1,8 X 1,7სმ). მომრგვალო ფორმის. სქელკანიანი და კნატუნა. წვენი მომწვანო ფერისაა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  16,5 %, მჟავიანობა 11,1 გ/ლ. მოსავლიანობა: 10-15 კგ/ძირზე (მაღლარზე). სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. ყურძნის დახასიათება: მტევნები დიდი ზომისაა  საშუალო ზომის კნატუნა მარცვლებით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით გამოირჩევა.  ყინვაგამძლე ჯიშია. მისი სახელი უკავშირდება ცნობილ მესხურ ტოპონიმს - საფარას, ვინაიდან პირველად ამ მიდამოებში იქნა აღმოჩენილი (რამიშვილი, 1943). საფარულას  დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს, რომ იზრდება ზღვის დონიდან მაღალ ადგილებში და შეგუებულია იქაურ კლიმატურ პირობებს. დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., მევენახეობის განვითარებისათვის მესხეთში, ტ-19, თბილისი, 1943. წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ 31. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი