საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

რქაწითელი მუსკატური


ჯიშის სახელწოდება: რქაწითელი მუსკატურიrqawiteli-vardisferi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ახალსელექციური ქართული ვაზის ჯიში. მშობელ წყვილად გამოყენებულია რქაწითელი და  ალექსანდრიული მუსკატი. ავტორები: ვ. ქანთარია და ნ. ჩახნაშვილი.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო-მონაცრისფრო, შებუსულიმოთეთრო ფერის ბეწვისებური ბუსუსით. ყლორტი სწორმდგომია, ღია მწვანე ფერის. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და თაღისებურია ბრტყელი ფუძით. ფირფიტა ქვედა მხრიდან შებუსულია მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო წონა - 255,0-270,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, ფორმით მომრგვალო ან მცირედ ოვალური. ღია მწვანემოყვითალო ელფერით, მზიანი მხრიდან მოყავისფრო ლაქებით. საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო მუსკატური გემოთი. მოსავლიანობა: უხვმოსავლიანი.მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5-2,0. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: გამოირჩევა ყურძნის გარეგნული სილამაზით და შაქარ-მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. ღვინის დახასიათება: მაღალხარისხოვანი, შინაარსით მდიდარი სუფრის ღვინოა, მოჩალისფროა, მოყვითალო ელფერით, ნაზი, მკვეთრად გამოსახული მუსკატური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 255-257. ავტორი: ირმა მდინარაძე