საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მხარგრძელი


ჯიშის სახელწოდება: მხარგრძელი mxargrzeli-2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და გაუშლელი ფოთოლაკები (1-3) შებუსულია ყველა მხრიდან ქეჩისებურად, თეთრი ფერის. მეორე იარუსის ფოთლები (4-5) შეუბუსავია, ბაცი მოყვითალო ფერისაა. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (16-17სმ), მომგვალო ფორმის. უმეტესად ხუთნაკვთიანია, კარგადაა გამოსახული მეორადი დანაკვთა. ფირფიტის ზედაპირი გლუვია, ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ცვალებადია. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისმაგვარი, თაღისმაგვარი ან კვადრატისმაგვარია, მომრგვალო ან მახვილფუძიანი.ზედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად დახულულია და მომრგვალო კვერცხისმაგვარია. ქვედა ამონაკვეთის ფორმა ჩვეულებრივ ჩანგისმაგვარია და პარალელურგვერდებიანი. მთავარი კბილების ფორმა მახვილწვეროიანი გამოზნექილგვერდიანი სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილების ფორმა მსხვილფუძიანი ხერხის კბილების მსგავსია. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალოდ, დაფარულია აბლაბუდისმაგვარი ბეწვით და მის ქვემოთ მოთავსებული ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მომწვანო-ყვითელი ფერის,  გრძელი ან mxargrzeliსაშუალოზე გრძელი, ზომით 32X12სმ. ფორმა კონუსური,  მხრიანი.  ხშირად მეჩხერია.  წონა, საშუალოდ, 180-200 გ. მარცვალი: საშუალო ზომისაა, სიგრძე 1,62-1,85სმ, სიგანე 1,42-1,75სმ. მომრგვალო ფორმის, მომწვანო-ყვითელი ფერის. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, მდნადი, მარცვლის გემო სასიამოვნო და ჰარმონიული, ჯიშური არომატი სუსტადა გამოხატული. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-21%,  მჟავიანობა 6-9 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,8-1,2. სამეურნეო მიართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: დგება ევროპული ტიპის  სუფრის მშრალ ღვინო. ღია ჩალისფერი, სუსტიჯიშური არომატის და ნაზი გემოს მქონე.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს სოკოვანი დაავადებებისა და გარემო პირობების მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა. ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ნაცრის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოზე დაბალია. ჯიში უძლებს ყურძნის ჭიას, ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა, რქაწითელთან შედარებით, დაბალია. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 247-255. Табидзе Д. И., Мхаргрдзели, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда,Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва, 1965,Стр. 432-434. ავტორი:   შენგელი კიკილაშვილი