საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მტევანდიდი


ჯიშის სახელწოდება: მტევანდიდიmtevandidi სინონიმი: აკიდო წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი შებუსულია ქეჩისებურად მოთეთრო ფერის ბუსუსით. პირველი ფოთლები ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით და მოწითალო ფერის კბილებით, შებუსულია აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყლორტი ცალ მხარეზე იისფერია, შებუსულია მცირედ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ გულისმაგვარი, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებურია მომრგვალო ან მახვილი ფუძით, გვხვდება ვიწრო ელიფსური ამონაკვეთებიც ერთმანეთზე მცირედ გადადებული ნაკვთებით და მახვილი ან მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით, გვხვდება აგრეთვე გუმბათისებურში გარდამავალი და გუმბათისებური კბილები. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია მცირედ. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, განიერ-კონუსური ფორმის, mtevandidi-2ხშირად დატოტვილი და მხრიანი, მხრის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევრამდე აღწევს. საშუალო სიკუმსის ან თხელი, საშუალო მასა შეადგენს 110,0-230,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი ლურჯი-შავ ფერში გარდამავალი, უხვად დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანი, ჩვეულებრივი, ტკბილი, სასიამოვნო მომჟავო გემოსი. უმეტესად ერთი-, ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0-23,5 %, მჟავიანობა 8,5-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-8,0 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინოწითელი ფერისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, საკმაოდ მაღალი გემური მაჩვენებლებით.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია.  ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. ი. მარი მტევანდიდს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა - ჯანთან და სხილათუბანთან შერევით იგი ამზადებდა, ე.წ. „მარის ღვინოს“. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 478-480. Рамишвили М.А., Мтевандиди, В: Ампелография СССР, Малораспростране­нные сорта винограда,Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II, Ст. 399-401. ავტორი: ირმა მდინარაძე