საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მგალობლიშვილი


ჯიშის სახელწოდება: მგალობლიშვილიmgaloblishvili სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი ფოთლები უხვად არის შებუსული მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მიახლოებული ნაპირებით და მახვილი ფუძით, ზოგჯერ დახურულია ერთმანეთზე გადადებული ნაკვთებით და ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის ამონაკვეთით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულიაბეწვისებურ-ჯაგრისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ან ცილინდრული ფორმის, ხშირად ფრთიანი, კუმსი, საშუალო მასა 170,0-200,0 გ-მდე. მარცვალი: საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი ფერის, უხვად დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,0-23,0 %, მჟავიანობა 7,5-8,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე-საბრენდე. ღვინის დახასიათება: ცალკე დაყენებული მგალობლიშვილის ღვინო მცირედ არის შეფერილი, ნაკლებსხეულიანი და შინაარსიანია, ამიტომ აკუპაჟებენ ოცხანურ საფერესთან ერთად და იღებენ ინტენსიურად შეფერილ, ხალისიან  სუფრისწითელ ღვინოს. რეკომენდებულია ძირითადად საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა - განსაკუთრებით ჭრაქის - მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ.,  ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 472-474. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 232. ავტორი: ირმა მდინარაძე