საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მახათური


ჯიშის სახელწოდება: მახათურიmaxaturi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: გურია, აჭარა
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან ისრისებურია წამახვილებული ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის. რბილობი ხორციანი და წვნიანი. წვენი ღია წითელი ფერისაა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5-19,0 %, მჟავიანობა 9,0-9,3 გ/ლ. მოსავლიანობა: 40,0-50,0 კგ/ძირზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). 2,0-2,5 კგ/ძირზე (შპალერული ფორმირებისას). სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე საღვინედაც. ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 210-212. Рамишвили М. А., Махатури, В: Ампелография СССР, Справочный том,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва, 1970,Ст. 193. ავტორი: ირმა მდინარაძე